6:57 PM მსოფლიოში ყოველმა მეხუთე წყვილმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნო | |
ეშტონ კატჩერისა და ბრიტნი სპირსის "ლაიქების” რაოდენობა უტოლდება ირლანდიის, ნორვეგიისა და პანამის მოსახლეობის რიცხვს. ყოველ 20 წუთში "ფეისბუქში” 1 მილიონი გზავნილი ხორციელდება; ყოველ ერთ საათში 4,5 მილიონი ადამიანი "ფეისბუქში” იღებს მიწვევას რომელიმე ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ყოველ წუთს "ფეისბუქში” 100 ათასი ადამიანი უმეგობრდება ერთმანეთს; ყოველ წამს 8 ადამიანი ხდება რომელიმე სოციალური ქსელის მომხმარებელი; "ფეისბუქი” – მსოფლიოში მე-3 ადგილზეა მოსახლეობის (დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი) რაოდენობით ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ. მომხმარებელი საკუთარ პროფილზე საშუალოდ დღეში 2-ჯერ შედის. საშუალოდ 195 ადამიანი ჰყავს დამეგობრებული თითოეულ მომხმარებელს სოცქსელში. ადამიანთა 80% თავის ონლაინ-მეგობრებს უფრო ენდობა, ვიდრე რეალურ ახლობლებს. 21-ე საუკუნეში დაბადებულ ადამიანთა 90%-ზე მეტს აქვს საკუთარი პროფილი სოციალურ ქსელებში. მსოფლიოში ყოველმა მეხუთე წყვილმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნო. მშობელთა დაახლოებით 70% სოციალურ ქსელში საკუთარი შვილის "ფრენდია”; მშობელთა 80%-მა განაცხადა, რომ იცის, რით არიან დაკავებულები მისი შვილები ინტერნეტში. თუმცა შვილების 31% დარწმუნებულია, რომ მშობლებმა ამის შესახებ არაფერიც არ იციან. kupsika.com | |
|