Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 5 » მწვადი , მწვადის მომზადება
8:00 PM
მწვადი , მწვადის მომზადება
მასალა
• 1 კგ ღორის ხორცი
• 1 თავი მოზრდილი ხახვი – ნახევარი ჩასაბასტურმებლად, ნახევარი უკვე შემწვარზე მოსაყრელად
• პილპილი და მარილი გემოვნებით
• 1 ცალი ბროწეული

მომზადება
ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩავყაროთ მინის ან მინანქრის თასში. დაჭრილ ხორცს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ხახვი, კარგად ავურიოთ. ასეთ მდგომარეობაში გავაჩეროთ რამოდენიმე საათი (თუ გეჩქარებათ, ნუ გააჩერებთ).

ამის შემდეგ ხორცი წამოვაცვათ შამფურებზე და შევწვათ (განსაკუთრებულად გემრიელი წალამის ნაკვერჩხალზე შემწვარი ხორცი). შემწვარი ხორცი მოვათავსოთ სუფთა ჯამში, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, მოვაწუროთ ბროწეულის წვენი, კარგად ავურიოთ და გემრიელად მივირთვათ.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1020 | დაამატა: balu | ტეგები: მწვადის მომზადება, მწვადი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.