6:09 PM მცდარი დასკვნები | |
1. "მე ვფიქრობ,ვერ შევძლებ ვიცოცხლო იმ ასაკამდე,რომ ოდესმე მოვესწრო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე - ქალის ხილვას" - განაცხადა 1969 წელს,ლეგენდარულმა მარგარეტ ტეტჩერმა.ამ სიტყვებიდან 10 წლის შემდეგ კი იგი თავად გახდა პირველი ქალი-პრემიერი,დიდი ბრიტანეთის ისტორიაში. 2. "უფრო დიდ თვითმფრინავს,ვერავინ ვერასდროს ააგებს" - განაცხადა კომპანია Boeing 247-ს ერთ-ერთმა მთავარმა კონსტრუქტორმა 1933 წელს,მაშინ როდესაც აღნიშნული თვითმფრინავის ტევადობა,პილოტების გარდა 10 მგზავრისაგან შედგებოდა. 3. "რაკეტას არასოდეს შეეძლება დედამიწის ატმოსფეროს ზედა ზღვარის გადალახვა" - წერდა,მსოფლიოში ცნობილი,ამერიკული გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" 1936 წელს. 4. "ეს მართლაც დიადი გამოგონებაა,თუმცა თავად განსაჯეთ ვის მოესურვება მისით სარგებლობა?" - 1876 წელს,განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა - რეზერდორფ ბიჩარდ ჰეისმა,ალექსანდრე ბეილის მიერ წარმოდგენილი,ახლად გამოგონებული "ტელეფონის" შესახებ. 5. "რადიოს მომავალი არ აქვს" - 1897 წელს განაცხადა,დიდმა ბრიტანელმა ფიზიკოსმა და დიდი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელმა - ლორდ კალვინმა. | |
|