5:47 PM მუტაციური ცვალებადობა | |
მუტაციის თეორიის ფუძემდებლად ითვლება დეფრიზი. მისი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა მცენარე ენოთერია. მუტაციური თეორიის ძირითადი დებულებებია: მუტაცია ხდება უეცრად; მიღებული ნიშან-თვისებები მემკვიდრულია; მუტაცია შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი; მკვეთრი მემკვიდრეობითი გადახრების გარდა გაცილებით ხშირია მცირე მუტაციები, რომლებიც უმნიშვნელოდ განსხვავდებიან საწყისი ფორმებისაგან. ფაქტორებს, რომლებიც იწვევენ მუტაციებს, მუტაგენები ეწოდებათ. მუტაგენებია: როენთგენის სხივები დიდი დოზით, რადიაქტიური ნივთიერებები, ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ტემპერატურა, ქიმიური ზემოქმედება და სხვა. | |
|