Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 29 » მზის ბატარეებიანი აპარატი კვირაზე მეტია, მიწაზე დაუშვებლად დაფრინავს
3:04 PM
მზის ბატარეებიანი აპარატი კვირაზე მეტია, მიწაზე დაუშვებლად დაფრინავს
დიდ ბრიტანეთში დამზადებულმა საფრენმა აპარატმა Zephyr-მა, რომელიც მზის ბატარეებზე მუშაობს, ბევრად გადააჭარბა ანალოგიური აპარატების ფრენის ხანგრძლივობის რეკორდს. უკვე კვირაზე მეტია, რაც ბრიტანული აპარატი მიწაზე არ დაშვებულა.

საფრენი აპარატი, რომელიც ბრიტანეთის თავდაცვისა და კვლევის კომპანიამ შექმნა, არიზონას შტატის სამხედრო პოლიგონიდან წინა პარასკევს აფრინდა. ფრენა დღე და ღამე, დაშვების გარეშე გრძელდება და მისმა ხანგრძლივობამ უპილოტოთა რეკორდს ხუთჯერ გადააჭარბა.

პროექტის მენეჯერი ჯონ სოლტმარში იმედს გამოთქვამს, რომ აპარატი ცაში კიდევ ერთი კვირის განმავლობაში იფრენს, შემდეგ კი მიწაზე დაეშვება.

Zephyr-ი პირველი "მუდმივი” საფრენი აპარატია. დღისით მისი პროპელერები მზის პანელებიდან მიღებული ენერგიით, ღამით კი აკუმულატორებით იკვებება, რომელთა დამუხტვა დღის განმავლობაში მზის ენერგიითვე ხდება.

მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მათ შერჩეულ სივრცეში დიდი ხნით შეუძლიათ გაჩერება და მისიის შესრულება, რაც თანამგზავრით ან სამხედრო "უპილოტოებით” მოუხერხებელია.

სამხედროებს ეს აპარატი კავშირისა და დაზვერვის სფეროებში გამოადგებათ. მას ასევე მიწის ზედაპირის დაკვირვებისთვის, სამეცნიერო და სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენებენ.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 827 | დაამატა: balu | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.