8:08 PM ნაცრისფერ ლენტებიანი სამეფო გველი | |
ოჯახი: ანკარასებრნი ქვეოჯახი: მცურავები გვარი: სამეფო გველები სახეობა: ნაცრისფერ-ლენტებიანი სამეფო გველი ქვესახეობები: არ არსებობს მაქს. ზომა: 120 სმ. შხამის ხარისხი: უშხამო მაქს. სიცოცხლის ხანგრძლივობა: 26 წელი (ტყვეობაში) ნაცრისფერ-ლენტებიანი სამეფო გველი, რომელიც ხანდახან მოიხსენიება როგორც უბრალოდ ალტერნა წარმოადგენს უშხამო ანკარასებრნი ოჯახში შემევალი გვარის - სამეფო გველების სახეობას. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ არსებობს ამ გველის ორი ქვესახეობა: Lampropeltis alterna და Lampropeltis alterna blairi, რომლებს შორისაც განსხვავება არის სხეულის მოხატულობასა და საბინადრო ადგილებით, თუმცა ბოლოს ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ეს ერთი და იგივე სახეობაა. გავრცელების არეალი: დასავლეთ ტეხასი, სამხრეთ ნიუ-მექსიკო და ჩრდილოეთ ჩიუაუას შტატი. საბინადრო გარემო: უყვარს მშრალი და ქვიანი ადგილები (ქვიანი ბორცვები, კანიონები...). გარეგნული აღწერილობა: ნაცრისფერ-ლენტებიანი სამეფო გველები არიან საშუალო ზომის გველები - 80 - 120 სმ. მათ აქვთ შედარებით განიერი თავი ვიდრე სხვა სამეფო გველებს და ფართო თვალები მრგვალი გუგებით. ალტერნას სხეულის შეფერილობა და მოხატულობა მრავალფეროვანია, მაგრამ ძირითადად არის 2 სახის ფერების მოცულობით, რის გამოც ერთ დროს ამ გველს ყოფდნენ 2 ქვესახეობად: Lampropeltis alterna blairi და Lampropeltis alterna. ბლერს გააჩნია წითელი/ნარინჯისფერი ფართი ლენტები, ხოლო ალტერნას შედარებით ვიწრო. თუმცა ბუნებაში და ტყვეობაშიც შეიძლება საერთოდ მოკლებულ იყოს წითელსა ან ნარინჯისფერს. კვება: ძირითადად იკვებებიან ხვლიკებით, მღრღნელებით,ბაყაყებით, სხვა გველებით, ხვლიკების და გველების კვერცხებით. გამრავლება: ნაცრისფერ-ლენტებიანი სამეფო გველები არიან კვერცხმდებები და დებენ 3 - 13 კვერცხს ზაფხულის დასაწყისში, რომლებიც მიახლოებით 9 კვირის შემდეგ იჩეკებიან. ცხოვრების წესი და ქცევა: ბუნებაში ნაცრისფერ-ლენტებიანი სამეფო გველს იშვიათად გადააწყდება ადამიანი, რადგანაც ეს გველები ეწევიან ღამის ფარულ ცხოვრებას. დღისითა თავს აფარებენ ქვების ნაპრალებში. აქვთ ძალიან მორჩილი ხასიათი და მოკლებულნი არიან აგრესიას. შხამი: შხამი არ გააჩნია. ტყვეობა: ეს გველები მათი მორჩილი ხასიათის, საშუალო ზომის, შხამის უქონლობის, კარგი კვების და ლამაზი სხეულის შეფერილობის გამო არიან მშვენიერი სახლის გველებიც და საკმაოდ პოპულარულებიც ამ მხრივ. მათი ყიდვა შესაძლებელია ქვეწარმავლების მაღაზიებში და ხანდახან საკმაოდ იაფადაც - 25$, თუმცა ესეთ ფასში ძირითადად იმ ახალშობილებს ყიდიან, რომლებიც არ იკვებებიან კარგად. ზრდასრულები ტყვეობაში იკვებებიან კვირაში ერთხელ. ორსულობის პერიოდში მდედრებს მეტი საკვები ჭირდებათ. დღისით ტერარიუმის ტემპერატურა უნდა იყოს 20–28 °, ღამით - 18–22 °. ნესტიანობა - 40–60 %. | |
|