Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ნიკოლა სარკოზის ბიოგრაფი
6:10 PM
ნიკოლა სარკოზის ბიოგრაფი
ნიკოლა სარკოზის სრული სახელია - ნიკოლა პოლ სტეფან სარკოზი დე ნად-ბოჩა და იგი წარმომავლობით უნგრელი არისტოკრატის - პალ ნად-ბოჩა სარკოზის ვაჟი გახლავთ.დაიბადა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 1955 წლის 28 იანვარს.ერთი პერიოდი სარკოზი გახლდათ,უახლოესი მეგობარი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის - ჟაკ შირაკის (საფრანგეთის პრეზიდენტი 1995-2007 წლები).ამავე დროს იგი შირაკის მინისტრთა კაბინეტში მუშაობდა (შინაგან საქმეთა მინისტრი) და მანამდე,ახალგაზრდულ პროგრამებსაც ხელმძღვანელობდა.მიუხედავად ამისა,1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იგი შირაკის პოლიტიკური მოწინააღმდეგის - ედუარდ ბალადიურის (საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 1993-95 წლებში),შტაბის წევრი ხდება.აღნიშნული არჩევნები 1995 წელს ჟაკ შირაკის გამარჯვებით დასრულდა.თუმცა მოგვიანებით 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიცვალა პოზიცია კვლავ ჟაკ შირაკს დაუჭირა მხარი,რის შემდეგაც ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად.საბოლოოდ კი სარკოზი - ჟაკ შირაკის პოლიტიკური ოპონენტი ხდება 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე,რის გამოც,შირაკის უდიდეს გულის წყრომას იწვევს და თავისი მმართველობის უკანასკნელ დღემდე ჟაკ შირაკი - სარკოზის როგორც "მოღალატეს" ისე მოიხსენიებდა,ამასთანავე შირაკმა მისი საწინააღმდეგო წინასაპრეზიდენტო ლოზუნგიც კი მოიგონა,რომელიც ასე გამოითქმოდა: "ვინც გინდა იყოს,ოღონდ არა ნიკოლა სარკოზი".პროფესიით სარკოზი უძრავი ქონების საქმეების ადვოკატი გახლავთ,ისევე როგორც დედამისი.უნგრეთიდან სარკოზის ოჯახი 1944 წელს,მას შემდეგ წამოვიდა,რაც საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს აღნიშნული ქვეყანა.მიუხედავდ იმისა,რომ იგი ადვოკატი იყო,ეს პროფესია დიდად არ იტაცებდა,რადგან საკმაოდ ამბიციური ბუნებით გამოირჩეოდა.სანამ მამამისი ოჯახს მიატოვებდა,"ამბიციურ" ვაჟს,ბავშვობაში ყოველთვის ეუბნებოდა,რომ საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს "ემიგრანტი" ვერასოდეს დაიკავებდა და ეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო შესაძლებელი.აღსანიშნავია,რომ ნიკოლა სარკოზის მამა,ვაჟის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე ჩავიდა,მას შემდეგ რაც იგი ოჯახს 50 წლის დაცილებული იყო.როგორც ფსიქოანალიტიკოსები ვარაუდობენ,სწორედ ბავშვობაში გადატანილმა ოჯახურმა მოვლენებმა იქონია,მის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე უარყოფითი გავლენა და სწორედ ამიტომ იღებდა პრეზიდენტობის დროს "ხისტ" გადაწყვეტილებებს,რაც ეგრეთწოდებული "ბონაპარტის სიმპდომის" მქონე ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.არნიშნულ გადაწყვეტილებებს კი ფრანგი მოსახლეობა არ იწონებდა.პირველივე გადაწყვეტილება პოსტზე დანიშვნის დროს გახლდათ ის,რომ პრეზიდენტის ხელფასი გაზარდა 140%-ით და დაწია საპრეზიდენტო შემოსავლების "გადასახადები" (ბეგარა),რაც ერთობ არაპოპულარული ნაბიჯი გახლდათ მისი მხრიდან.ნიკოლა სარკოზი გახლდათ საფრანგეთის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი,რომელმაც მეუღლესთან (მეორე ქორწინება) განქორწინდა - სესილი სიგანერ-ალბენისთან,პრეზიდენტობის პერიოდში და მესამედ იქორწინა კარლა ბრუნიზე.ნიკოლა სარკოზის პოლიტოლოგები დღემდე მოიხსენიებენ ერთ-ერთ ქარიზმატულ ლიდერად საფრანგეთისა,რომელიც ლიდერის ყველა თვისებით იყო დაჯილდოებული.ხედვებით კი იგი მემარჯვენე კონსერვატორი გახლავთ და მიუხედავად მრავალი არაპოპულარული ნაბიჯისა და კრიტიკისა,დღემდე აღიარებენ მის პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობას.ამასთანავე მას მოიხსენიებდნენ,როგორც ლიბერალს და ულტრალიბერალსაც კი,რასაც იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა,რომ იგი უფრო "პრაგმატულად" მოაზროვნე იყო,ვიდრე ლიბერალი.2010 წელს,ნიკოლა სარკოზი - ფრანსუა ოლანდთან,დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში,თუმცა მისი პიროვნების მიმართ ინტერესი კვლავაც არ განელებულა.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 888 | დაამატა: balu | ტეგები: nikola sarkozi, ნიკოლა სარკოზის ბიოგრაფი, nikola sarkozis biografia | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.