9:36 PM "ნობელიანტების" მიერ გამოყენებული პრემიალური თანხები ნაწილი II" | |
1. დიდმა ფრანგმა პოეტმა,ესეისტმა და პირველმა ლაურეატმა (1901 წელს) "ნობელის პრემიისა" ლიტერატურის დარგში - რენე ფრანსუა არმან პრიუდომმა (1839-1907 წლები),აღებული თანხიდან 42 000 ფრანკით დააარსა საკუთარი სახელობის "სიული-პრიუდომის" პოეტური პრემია,რომელმაც პრიუდომის გარდაცვალებამდე იარსება,დაახლოებით ექვსი წელი.შემდეგ კი საერთოდ იქნა გაუქმებული. 2. გენიალურმა კოლუმბიელმა მწერალ-პროზაიკოსმა,ჟურნალისტმა,გამომცემელმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ - გაბრიელ გარსია მარკესმა,რომელმაც "ნობელის პრემია" მიიღო 1982 წელს ლიტერატურის დარგში,აღებული თანხა ჩადო ბიზნესში და გამოსცა ჟურნალი,სახელწოდებით "Revista Cambio",რომელის გამოიცემა კოლუმბიასა და მექსიკაში. 3. ცნობილმა რუსმა მწერალმა და პუბლიცისტმა - ალექსანდრე სოლჟენიცინმა "ნობელის პრემია" მიიღო 1970 წელს ლიტერატურის დარგში,თუმცა მასზე გასაცემი პრემიალური თანხა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა უცხოურ ბანკში.მან მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდგომ აიღო კუთვნილი თანხა,რის შემდეგაც ვერმონტის შტატში შეისყიდა საკარმიდამო ნაკვეთი. 4. ცნობილმა რუსმა ფიზიკოს-თეორიტიკოსმა და "ნობელის პრემიის" ლაურეატმა 2003 წელს ფიზიკის მეცნიერებაში - ვიტალი გინზბურგმა,ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რაში გამოიყენა აღებული პრემიალური თანხა,ასეთი პასუხი გასცა: "მეუღლეს მიევცი.ჩვენს ოჯახში ჩემს მეუღლეს პირველი სიტყვა ეთქმის.შესაბამისად მან განკარგა იგი". 5. დიდმა უნგრელმა მწერალმა და "ნობელის პრემიის" ლაურეატმა 2002 წელს ლიტერატურის დარგში - იმრე კერტეშმაც,ვიტალი გინზბურგის მსგავსად აღებული პრემიალური თანხა სრულყოფილად გადასცა საკუტარ მეუღლეს განსაკარგავად. 6. გენიალურმა ფიზიკოს-თეორიტიკოსმა - ალბერტ აინშტაინმა (1879-1955 წლები),რომელმაც "ნობელის პრემია" მიიღო 1921 წელს ფიზიკის მეცნიერებაში,აღებული პრემიალური თანხის დიდი ნაწილი გადასცა,ორი წლით ადრე განქორწინებულ მეუღლეს მილევ მარიჩს გადასცა.ამ საქციელით კი დიდმა მეცნიერმა არასრულა ის ხელშეკრულება,რომელიც მანამდე ჰქონდა მეუღლესთან დადებული.ხელშეკრულება კი მდგომარეობდა იმაში,რომ თუ კი აინშტაინი ოდესმე აიღებდა "ნობელის პრემიას",თანხის ნაწილს გადასცემდა მის მეუღლეს,რომელიც დიდ დახმარებას უწევდა მას იმ პერიოდისათვის კვლევებში. 7. ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა რუსმა მეცნიერმა და ფიზიოლოგმა - ივანე პავლოვმა (1849-1936 წლები),რომელიც პირველი რუსი გახლდათ,რომელსაც მიენიჭა "ნობელის პრემია" 1904 წელს ფიზიოლოგიისა და მედიცინის მეცნიერებებში შეტანილი წვლილისათვის,აღებული პრემიალური თანხით დაარსა ფიზიოლოგიის ინსტიტუტი,რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. 8. საბჭოთა კავშირის ყოფილმა "გენსეკმა" - მიხეილ გორბაჩოვმა,რომელსაც "ნობელის პრემია" მიენიჭა 1990 წელს მშვიდობის განმტკიცებისათვის,აღებული პრემიალური ტანხის სრული ნაწილი შეიტანა ბიუჯეტში,რომელიც შემდგომ მოხმარდა საავადმყოფოების აშენებას ბელორუსიაში,უკრაინასა და რუსეთში. 9. რუსი წარმომავლობის მქონე დიდმა ფრანგმა მიკრობიოლოგმა - ილია მენჩიკოვმა (1845-1916 წლები),რომელსაც "ნობელის პრემია" მიენიჭა 1908 წელს ფიზიოლოგიასა და მედიცინაში,აღებული პრემიალური თანხა მოახმარა პარიზში მდებარე ლუი პასტერის სახელობის ინსტიტუტის განვიტარებას,სადაც იგი კვლევით ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. 10. დიდმა ფრანგმა მიკრობიოლოგმა - ანდრე მიშელ ლვოვმა (1902-1994 წელბი),რომელმაც "ნობელის პრემია" მიიღო 1965 წელს ფიზიოლოგიასა და მედიცინაში,აღებული პრემიალური თანხა ილია მენჩიკოვის მსგავსად მოახმარა პარიზში მდებარე ლუი პასტერის სახელობის ინსტიტუტის განვითარებას,სადაც იგი ამავე დროს მუშაობდა. | |
|