Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 24 » O.K.–ს წარმოშობის ისტორია
3:18 PM
O.K.–ს წარმოშობის ისტორია
O.K. აღიქმება, როგორც სიმბოლო, რომელიც ნიშნავს, „ყველაფერი წესრიგშია".

არსებობს ე.წ. „ფოლკლორული" ვერსიები. ფრანგების აზრით, ეს გამოთქმა გაჩნდა ომის დროს, როცა აკეთებდნენ ყოველდღიურ მოხსენებას მოკლულ ჯარისკაცებზე. წერდნენ, "0 killed” ანუ მოკლედ O.K.

მე მარტო ეს ვერსია ვიცოდი და ერთერთ საიტზე ვიპოვე რამოდენიმე ვარაინტი
O.K.–ს წარმოშობის ბევრი ვერსია არსებობს. ყველაზე გავრცელებულია მოსაზრება, რომ O.K. წარმოიშვა ამერიკის პრეზიდენტის მარტინ ვან ბურენის დაბადების ადგილის Old Kinderhook (ნიუ–ორკის შტატი) შემოკლებით. ვან ბურენმა აირჩია ფსევდონიმი, რომელიც მის დაბადების ადგილს უკავშირდება. შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეიქმნა მისი სარეკლამო სლოგანი "Old Kinderhook is O.K.".

მეორე ვერსიით, O.K. გაჩნდა ბოსტონის გაზეთში 1839 წელს აბრევიატურა "oll korrect” აღსანიშნავად (არასწორად დაწერილი ინგლისური all correct – ყველაფერი სწორია). მსგავსი ჰიპოთეზა უკავშირდება პრეზიდენტ ჯექსონს, რომელიც "all correct” წერდა გერმანულ სტილზე "oll korrect” ანუ O.K.

მოგვიანებით O.K. გამოიყენეს ინგლისელმა მფრინავებმა, როცა ბაზას ატყობინებდნენ, რომ არ ჰქონდათ დანაკარგები და პრობლემები. კიდევ ერთი ვერსიით O.K. წარმოიშვა თანამედროვე ბერძნული "OLA KALA”. მას იყენებენ ბერძენი მეზღვაურები. ამერიკელი რელსების დამწყობები რელსებზე აღნიშნავდნენ ამ ორ ასოს, როცა ყველაფერი წესრიგში იყო.

ოკლაჰომას მაცხოვრებლები კი ამტკიცებენ, რომ O.K. მათი შტატის შემოკლებული სახელწოდებაა
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 860 | დაამატა: balu | ტეგები: როგორც სიმბოლო, O.K. აღიქმება, რომელიც ნიშნავს, „ყველაფერი წესრიგშია“ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.