Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » ოქროს ხის გველი
10:09 PM
ოქროს ხის გველი
ოჯახი: ანკარასებრნი 
ქვეოჯახი: მცურავები
გვარი: მფრინავი გველები 
სახეობა: ოქროს ხის გველი 
ქვესახეობები: არსებობს 
მაქს. ზომა: 1.3 მეტრი
შხამის ხარისხი: სუსტად შხამიანი
გავრცელების არეალი: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია (ინდოეთი [ჩრდ. ბენგალი], შრი-ლანკა, მიანმარი, ტაილანდი, დასავლეთ მალაზია, ლაოსი, კამბოჯა, ვიეტნამი, ჩინეთი, ინდონეზია და ფილიპინები).
საბინადრო გარემო: ეს გველები გვხდებიან ტყეებში, პლანტაციებზე, ბაღებში და სახლებშიც კი.
გარეგნული აღწერილობა: ოქროს ხის გველი ჩვეულებრივ არის მწვანე ფერში, რომელსაც დაკრავს შავი, ყვითელი ან წითელი წინწკლები ან ლაქები ხოლმე. სხეული წვრილი აქვს, თავი შედარებით ბრტყელი, ხოლო თვალები დიდი, მრგვალი გუგებით.
კვება: იკვებებიან ძირითადად ხვლიკებით, გეკონებით, ღამურებით, მცირე ზომის მღრღნელებით. უარს არ ამბობენ არც ფრინველების კვერცხებზე და არც მწერებზე. ნადირობისას იყენებენ დადევნების ტაქტიკას.
გამრავლება: ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება მათი გამრავლების შესახებ. ცნობილია მხოლოდ, რომ არიან კვერცხმდებები და 6 - 12 კვერცხს დებენ. ახლადგამოჩეკილი პატარების საშუალო ზომაა 114–152 მმ.
ცხოვრების წესი და ქცევა: ეს გველი არის დღის გველი. იგი უმეტეს ნაწილს ხეებზე ატარებს, ამიტომაც ითვლება ხის გველად. მას შეუძლია ხიდან ხეზე ძალიან იოლად გადაადგილება. იგი უბრალოდ ისვრის მის სხეულს ერთი ხიდან მეორეზე, ამიტომაც ეწოდებათ მათ მფრინავი გველები. არიან მშვენიერი მცოცავები. შეუძლიათ იცოცონ ყოველგვარი სიძნელეების გარეშე როგორც კედლებზე ასევე ძალიან პატარა და მეჩხერ ტოტებზეც კი. აქვთ ნერვული ხასიათი და არიან ძალიან სწრაფად მოძრავნი. შეწუხებისას ცდილობენ სწრაფად გაცლას, თუმცა უარს არ ამბობენ კბენისგანაც თუ მოხდა მათი ხელში აყვანა ამ დროს. უყვართ ქოქოსის ხეებზე ყოფნა.
შხამი: ოქროს ხის გველი არის უკანა შხამ-კბილიანი, რაც იმას ნიშნავს რომ შხამიანი ეშვები განლაგებული აქვს ყბის უკანა ნაწილში. შხამი სუსტი აქვს, რომელიც არ წარმოადგენს საშიშროებას ადამიანისთვის.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1158 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: ოქროს ხის გველი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.