6:21 PM ოქროსფერ გვირგვინიანი გველი | |
ოჯახი: ასპიტისებრნი გვარი: ყავისფერი გველები სახეობა: ოქროსფერ გვირგვინიანი გველი ქვესახეობები: არ არსებობს მაქს. ზომა: 71 სმ. შხამის ხარისხი: სუსტად შხამიანი გავრცელების არეალი: აღმოსალვეთ ავსტრალია. საბინადრო გარემო: ძირითადად გვხდება ტყეებში. მისი გავცრელების სამხრეთ ნაწილში ასევე გვხდება ქვიშიან და ქვებიან ადგილებში. გარეგნული აღწერილობა: ჩვეულებრივ ამ გველების (მამრების) ზომაა 39.1 სანტიმეტრი, ხოლო მდედრები ცოტა უფრო დიდები არიან 50 სმ. სხეულის შეფერილობა მოიცავს ყავისფერ ან შავ ფერს. მუცელი წითელ ან ყვითელ ფერში აქვს. თავზე გააჩნია ოქროსფერი გვირგვინის ფორმის ნიშანი რის გამოც შეარქვეს ოქროსფერ გვირგვინიანი გველი. კვება: იკვებებიან ხვლიკებით და ქვეწარმავლების კვერცხებით. გამრავლება: ოქროსფერ გვირგვინიანი გველები არიან კვერცხმდებები და დებენ 2 - 15 კვერცხს. კვერცხების რაოდენობა დამოკიდებულია დედის ფიზიკურ მონაცემებზე - რაც დიდია დედა მით უფრო მეტ კვერცხს დებს, ჩვეულებრივ კი მათი რაოდენობა ექვსია მიახლოებით. დაფიქსირებულია შემთხვევები რომ დედა ხანდახან კვერცხებს დებს ხოლმე გზებზე. ახლადგამოჩეკილების სიგრძე მიახლოებით 16 სანტიმეტრია. ცხოვრების წესი და ქცევა: არიან ღამის გველები, თუმცა დღისით შეიძლება შევნიშნოთ მზეზე თბობისას, ჩვეულებრივ კი იგი ეძებს თავშესაფარს ქვების ან ფოთლების ქვეშ. საფრთხის მოახლოებისას დგება დაცვის პოზიციაში და აჩენს მის წითელ ყელს. მისი დაცვის მანერები წააგავს წითელ მუცელა შავი გველის მანერებს, რომელსაც ასევე გააჩნია წითელი მუცელი. შხამი: ოქროსფერ გვირგვინიან გველს გააჩნია სუსტად ტოქსიკური შხამი, რომელიც არ წარმოადგენს საშიშროებას ადამიანისთვის. | |
|