Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » „ოპელი” სამი ახალი ძრავის წარმოებას იწყებს
6:33 PM
„ოპელი” სამი ახალი ძრავის წარმოებას იწყებს
„ოპელი” ძირეულად ცვლის საკუთარი ძრავების გამას. მალე სამი უახლესი, ბენზინის და დიზელის ძრავების ოჯახი, არსებულ აგრეგატებს ჩაანაცვლებს.

ახალი ძრავები მათს წინამორბედებზე ეკონომიური, ეკოლოგიურად სუფთა, უხმაურო და მაღალ მომენტიანი იქნება.

„სულ რაღაც 12 თვეში, ჩვენ სამ ახალ ძრავს შევთავაზებთ მყიდველს. ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად სწრაფად ვახერხებთ ახალი პროდუქტების გამოშვებას. ჩვენი ახალი, 1.6-ლიტრიანი ძრავი, რომელიც საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი, მაბრუნი მომენტის მხრივ, ნამდვილი გიგანტია. თავის ძალას ის თანაბრად და უხმაუროდ იძლევა”, – ამბობს „ოპელის” მთავარი აღმასრულებელი კარლ-ფრიდრიხ შტრაკე.

ის 1598 კუბური სანტიმეტრი მოცულობის მქონე ოთხცილინდრიან ტურბო ძრავზე ლაპარაკობს, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის და სტარტ-სტოპ სისტემები ემსახურება. ის ახალ, SIDI (ნაპერწკლით აალების, უშუალო შეფრქვევის) „ეკოტეკ” სერიას მიეკუთვნება და ამ ძრავით, სხვადასხვა ზომისა და კლასის ავტომობილები აღიჭურვება. ამ ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 200 ცხენის ძალას აღწევს (4700 ბრ/წთ-ზე), მაბრუნი მომენტი კი 300 ნიუტონმეტრია, რომელიც უკვე 1700 ბრ/წთ-ზევე ხელმისაწვდომია. მის წინამორბედთან შედარებით, ეს აგრეგატი 13 პროცენტით ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს და ატმოსფეროსაც 13 პროცენტით ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებს. ახალ 1.6-ლიტრიან ტურბოძრავს „ოპელის” უნგრული ქარხანა გამოუშვებს, რომელიც ქალაქ შენტგოთარდში მდებარეობს. წარმოება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. რაც შეეხება დანარჩენ ორ ძრავს, მათ შესახებ ინფორმაციას „ოპელი” მოგვიანებით” გაავრცელებს.
კატეგორია: ავტო | ნანახია: 909 | დაამატა: balu | ტეგები: „ოპელი” სამი ახალი ძრავის წარმოებას | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.