Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ოპტიკური ილუზიები
2:13 PM
ოპტიკური ილუზიები
ოპტიკური ილუზიები (უფრო ზუსტად მხედველობითი ილუზიები) წარმოადგენენშეცდომას მხედველობით აღქმაში, რაც გამოწვეულია მხედველობითი გამოსახულების გაუცნობიერებელი კორექციის პროცესების არაადეკვატურობით(მთვარის ილუზია, მონაკვეთების სიგრძეთა, კუთხეების სიდიდის, ანდა გამოსახული ობიექტის ფერის არასწორი შეფასება, მოძრაობის ილუზია, ობიექტის არარსებობის ილუზია- ბანერული სიბრმავე და სხვ.), ასევე ფიზიკური მიზეზებით (,,შებრტყელებული მთვარე”, ,,გატეხილი კოვზი” წყლიან ჭიქაში)

ოპტიკური ილუზიების მიზეზებს იკვლევენ, როგორც ფიზიოლოგოური მხედველობის განხილვისას, ასევე მხედველობითი აღქმის ფსიქოლოგიური შესწავლის ჩარჩოში.

ფიზიკური ილუზიები გამოწვეულია ფიზიოლოგიური მიზეზებით.
ფიზიოლოგიური იუზიებია:

1. ფერის აღქმის ილუზია
2. სიღრმის აღქმა

3. ზომების აღქმა

4. მოძრავი ილუზიები

5. შეუძლებელი ფიგურები და ობიექტები

6. შებრუნებები

7. სტერეოილუზიები

8. მთვარის ილუზია

9. ეიმსის ოთახი

სინათლის აღქმის ილუზია

უკვე დიდი ხანია ცნობილია,რომ როდესაც თვალის ბადურაზე გამოსახულება, რომელიც შედგება ნათელი და ბნელი უბნებისაგან, სინათლე განათებული ნაწილიდან თითქოს გადაედინება ბნელ უბნებზე, ამ მოვლენას ეწოდება ირრადიაცია.

სიღრმის აღქმა

სიღრმის აღქმის ილუზიები წარმოადგენენ აღსაქმელი საგნის და მისი თვისებების არაადეკვატურ ასახვას. ამჟმად განსაკუთრებით შესწავლილია ილუზიური ეფექტები, რომლებიც დაიკვირვება ორგანზომილებიანი კონტურული გამოსახულებების მხედველობითი აღქმისას. ტვინი გაუცნობიერებლად ხედავს მხოლოდ ერთმხრივ-ამოზნექილ(ჩაზნექილ) ნახატებს. აღქმა დამოკიდებულია გარე (რეალური ან წარმოსახვითი) დანათების მიმართულებაზე.

ზომის აღქმა

ილუზიებს ხშირად მივყავართ რეალური გეომეტრიული სიდიდეების სრულიად არასწორ რაოდენობრივ შეფასებამდე. თურმე შეიძლება შეგვეშალოს 25% და მეტი, თუ თვალის ზომის შეფასებას შევამოწმებთ სახაზავით. ეს ეხება სიგრძეებს და ფართობებს. შეიძლება ასევე ვაჩვენოთ, რომ ნათქვამი სამართლიანია კუთხეების და ა.შ. მიმართ.
კატეგორია: ექპერიმენტები | ნანახია: 1095 | დაამატა: balu | ტეგები: ოპტიკური ილუზიები | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.