9:36 PM ოსმალეთის იმპერია - "ეპიზოდი" | |
ოსმალეთის იმპერიის (1299-1922 წლები),სიძლიერე დიდწილად იყო დამოკიდებული ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე.ამ ქვეყნის ისტორიის უმთვარესი ნაწილი ბრძოლებში იქნა გალეული,როგორც საგარეო მტრებთან,ასევე საშინაო მტრებთანაც.ამიტომ ოსმალეთის იმპერიას საუკუნეების მანძილზე "მტერთათვის",მხოლოდ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოჰქონდა.სხვადასხვა დანაშაულებებისათვის სხვადასხვა სასჯელები იყო,თუმცა "შეთქმულებებისათვის",რომელშიც ძირითადად,ქვეყნის "მაღალი" თანამდებობის პირები და ოსმალთა "არისტოკრატიის" გარკვეული ჯგუფები მონაწილეობდნენ,"შეღავათები" დაწესებული არ იყო.იმის გამო,რომ ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირი იყო,დასასჯელებიც მრავლად იყვნენ ხოლე და მათთვის სასჯელის უმაღლესი ზომა გამოჰქონდათ - სიკვდილით დასჯა.XVIII საუკუნეში ოსმალეთის იმპერიის სასამართლო სისტემაში (ძირითადად სტამბულში) დაინერგა,საკმაოდ საინტერესო მოვლენა,რომლის თანახმადაც პირი რომელიც გახლდათ "მაღალი წრის" ადამიანი და სასამრთლოს მიერ მისჯილი ჰქონდა სიკვდილით დასჯა,გააჩნდა უფლება გამოეწვია მისი განაჩენის აღმსრულებელი მთავარი "ჯალათი" დუელში,რომელიც თავის მხრივ მას ამ წინადადებაზე უნდა დასთანხმებოდა.დუელის პრინციპი კი მდგომარეობდა შემდეგში: ისინი ერთმანეთს სირბილში უნდა შეჯიბრებოდნენ.სტარტს იმპერატორის "თოფქაფის სასახლის" მთავარი კარიბჭიდან იღებდნენ და ფინიში სტამბულის ცნობილ ბეშიქთაშის რაიონის "თევზის ბაზართან" იყო.თუ კი "ჯალათი" გაიმარჯვებდა,მაშინ მოწინააღმდეგე განაჩენით მინიჭებული სასჯელით (სიკვდილით) ისჯებოდა,ხოლო თუ კი "მსჯავრდებული" გაიმარჯვებდა მას ოფიციალურად ეცვლებოდა განაჩენი და იგი მხოლოდ ქალაქიდან გძევებით სრულდებოდა.ამ მოვლენებს,რომელშიც მხოლოდ "მაღალი" წრის სიკვდილმისჯილი იღებდა მონაწილეობას,ერთგვარად თავისებური,ფსიქოლოგიური და მორალური მომენტიც გააჩნდა,რადგან ასეთი შეთავაზება დიდად შეურაცმყოფელი გახლდათ არა მარტო "მაღალი წრის სიკვდილმისჯილისათვის",არამედ მთელი მისი მოდგმისათვისაც კი,რადგან აღნიშნული ფორმა "დუელისა" სიცოცხლის შესანარჩუნებლად მისი "ლაჩრობის' თვალსაჩინო მაგალითი გახლდათ,რასაც მთელი მოასხლეობა თვალს ადევნებდა,ამასთანავე იგი დაცინვის ობიექტიც ხდებოდა.მიუხედავად ამისა "სიკვდილმისჯილთა" უმრავლესობა ამას არად დაგიდევდათ და "ჯალათთა" გამოწვევები საკმაოდ ხშირ ხასიათსაც ატარებდა.აღნიშნული მეთოდი ოსმალეთის იმპერიის სასამრთლო სისტემაში ამავე საუკუნეში იქნა გაუქმებული. | |
|