8:42 PM პამელა სიუ როჯერს ლინჩერის უდიდესი ტრაგედია | |
პამელა სიუ როჯერს ლიჩნერი (1959-1996 წლები),რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ როგორც "პემ ლიჩნერი",წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ამერიკელ საზოგადო მოღვაწე ქალბატონს,რომელიც გამოირჩეოდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და თავდაუზოგავ მებრძოლს წარმოადგენდა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში.იგი გახლდათ პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციისა,სახელწოდებით "მართლმსაჯულება ყველასათვის".ფაქტიურად პამელა უმთავრესს,როლს თამაშობდა ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დიდი აქტიურობითაც გამორჩეული ქალბატონი იყო,თუმცა მისი სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს მისი ოჯახისთვისაც: პამელა დაქორწინებული გახლდათ ჯოზეფ ლინჩერზე და ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავდა - შენონი და კატერინა.შენონი ხატვის ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი იყო და 10 წლის ასაკში,ძალიან კარგად ხატავდა გენიალური ფრანგი მხატვრის - კლოდ მონეს,სურათების ასლებს და ამ მხატვრის შემოქმედების დიდი მოყვარული გახლდათ.რის გამოც ოჯახმა გადაწყვიტა შენონისათვის სიურპრიზი მოეწყოთ და იგი კლოდ მონეს გარდაცვალების ადგილას,საფრანგეთის სოფელ ჟივერნში წაეყვანათ,სადაც გახსნილი არის მხატვრის სახლ-მუზეუმი.ოჯახმა ამ მიზნით,გადაწყვიტა სამდღიანი ტურის მოწყობა საფრანგეთში.1996 წლის 17 ივლისს,37 წლის პამელა,10 წლის შერონთან და 8 წლის კატერინასთან ერთად,ავიაკომპანია Trans World Airlines,ბილეთებს იღებს რეის TWA Flight 800-ზე და ჯონ კენედის სახელობის აეროპორტიდან მცირეწლოვან ქალიშვილებთან ერთად - ბოინგ 747-ით გაემგზავრა საფრანგეთში.თუმცა თვითმფრინავზე მომხდარმა აფეთქებამ,უბედურება დაატრიალა თვითმფრინავი კუნძულ ლონგ-აილენდთან ახლოს ჩამოვარდა.თვითმფინავში მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი,სულ 230 ადამიანი დაიღუპა,მათ შორის პამელა მცირეწლოვან შვილებთან ერთად.აღნიშნულმა კატასტროფამ "შოკში" ჩააგდო სრულიად ამერიკა.პამელასა და კატერინას ცხედრები იმავე საღამოს იქნა მაშველების მიერ ნაპოვნი,ხოლო რამდენიმე დღეში შენონის ცხედარიც იქნა ნაპოვნი.სამივენი დაკრძალულ იქნა ჩიკაგოში მდებარე სასაფლაოზე.როგორც მოგვიანებით საგამოძიებო კომისიამ დაადგინა,აფეთქება გამოიწვია თვითმფინავის ბენზინის ავზში წარმოქმნილმა პრობლემამ,ომელმაც საბოლოო ჯამში უდიდესი კატასტროფა გამოიწვია.პამელასა და მისი ორი მცირეწლოვანი ქალიშვილის გარდაცვალების შემდგომ,ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიირო,პამელას სიცოცხლეშივე შემუშავებული ერთ-ერთი კანონი,რომელსაც დღემდე მოიხსენიებენ,როგორც "1996 წლის პამელა ლიჩნერის კანონი".ქალაქ სპრინგ ვალი ვილაჯში,აღიმართა პამელასა და მისი ორი მცირეწლოვანი ქალიშვილის ბრინჯაოს ძეგლი,რომელსაც სახელად "სიყვარულით ჩახუტებულები" ჰქვია.აღნიშნული ქანდაკების ასლები კი ამერიკის სხვადასხვა ქალაქებშიც იქნა დადგმული. | |
|