10:53 PM პასკა მარტივად , paskis momzadeba , saagdgomo paska , rogor movamzado paska | |
მასალა: 1 ჩაის ჭიქა ნაღები ან არაჟანი 1 ჩაის ჭიქა საფუარი 10 ცალი კვერცხი 250 გრამი შაქარი 200 გრამი ერბო 2 ცალი ლიმონი 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი რამდენსაც შეიზელს – ფქვილი 10 კვერცხის გულისა და 250 გრამი შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, ჩავაწუროთ შიგ 2 ცალი ლიმონის წვენი, ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა ნაღები ან არაჟანი, 1 ჩაის ჭიქა საფუარი, 200 გრამი გამდნარი ერბო და ფქვილი, რამდენსაც შეიზელს რბილი ცომის მისაღებად. ეს ყველაფერი ავზილოთ კარგად და ჩავდოთ ერბოწასმულ ფორმებში ისე, რომ ცომმა ფორმის 1/3 ნაწილი დაიკავოს. დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. როდესაც ცომი ფორმებში თითქმის პირამდე ამოვა, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და შევდგათ ზომიერად გახურებულ აირღუმელში გამოსაცხობად. | |
|