Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 25 » პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა გაეგო ვინ უქნა თავზე
1:34 PM
პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა გაეგო ვინ უქნა თავზე
ვერნერ ჰოლცვართი
ვოლფ ერლბრუხი
© გამომცემლობა "დიოგენე” 2010
ქართულ გამოცემაზე მუშაობდნენ: თამარ ჭუმბურიძე, ანა ჭაბაშვილი, ია გიგოლაშვილი, თამარ ლებანიძე, კახა გოგსაძე.
გამომცემლობა „დიოგენე" იწყებს საგულდაგულოდ შერჩეული თანამედროვე საბავშვო წიგნების სერიის გამოცემას. ეს წიგნები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში დაიბეჭდა. მათ საუკეთესო მწერლები და მხატვრები ქმნიდნენ. ამ საბავშვო წიგნებში ტექსტიც და ილუსტრაციებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ყველა წიგნში არის რაღაც განსაკუთრებული: უცნაური გმირი, საოცარი აბავი, უჩვეულო ილუსტრაცია.
ეს ის წიგნებია, რომლებსაც მშობლები და მასწავლებლები უკითხავენ ბავშვებს მთელ მსოფლიოში. ნურც თქვენ მოიკლებთ ამ სიამოვნებას, სანამ თქვენი შვილი წიგნის დამოუკიდებლად წაკითხვას შეძლებს.
2010 წლის გაზაფხულზე დიოგენემ ამ ახალი სერიის ორი წიგნი გამოსცა. ვერნერ ჰოლცვართის და ვოლფ ერლბრუხის „პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა გაეგო ვინ უქნა თავზე" და ბეკი ბლუმისა და პასკალ ბიეის „წიგნიერი მგელი".
თხუნელას ამბავი ძალიან სასაცილოა. ერთ მშვენიერ დღეს პატარა თხუნელას შემთხვევით თავზე რაღაც ყავისფერი დაეცემა. აღშფოთებული თხუნელა მთელი დღე ცდილობს გაარკვიოს ვინ უქნა თავზე. მიდის მტრედთან, ცხენთან, კურდღელთან, თხასთან, ღორთანაც კი, რომ გამოიკვლიოს რა მოხდა. თუმცა მხოლოდ ამ საქმის სპეციალისტი ორი მსუქანი შავი ბუზი დაეხმარება. ჰოდა, მერე რა მოხდება, თავად წაიკითხეთ და მერწმუნეთ, ბევრს იცინებთ ბავშვებთან ერთად.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 947 | დაამატა: balu | ტეგები: პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა გაეგო ვინ უქნა თავზ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.