Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » "პედაგოგები" - "ეპიზოდი"
8:18 PM
"პედაგოგები" - "ეპიზოდი"
1. იტალიის ერთ-ერთ სკოლაში 38 წლის პედაგოგი-ქალი,რომელიც ბავშვებს "რელიგიას" შეასწავლიდა,განთავისუფლებულ იქნა სამსახურიდან.მიზეზი კი მისი განთავისუფლებისა,სიტყვა-სიტყვით ასე იქნა განმარტებული:
"იგი ძალიან სექსუალური და ლამაზია,იმისათვის,რომ ჩაატაროს ისეთ თემაზე გაკვეთილები,როგორიც - რელიგიაა".
2. ამერიკის შეერთებულ შტატებში,ერთ-ერთი მასწავლებელი პედაგოგიური მოღვაწეობიდან განთავისუფლებული იქნა იმის გამო,რომ იგი მოსწავლეებთან,მუსლიმთა წმინდა წიგნს "ყურანს",უდიერად მოიხსენიებდა.კერძოდ იგი მოსწავლეებს უხსნიდა,რომ არაბი-ბედუინები ყურანის ფურცლებს ტუალეტის ქაღალდად გამოიყენებდნენ.
3. დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოლდემის ერთ-ერთი სკოლიდან მასწავლებელი იმის გამო იქნა დათხოვილი,რომ დაბალი კლასის მოსწავლეებს "სანტა-კლაუსის" არ არსებობის შესახებ უამბობდა.
4. კალიფორნიის უნივერსიტეტის პედაგოგი - ვენდი ჰონავერი,მუშაობის დაწყების პირველივე დღეს იქნა სამსახურიდან დათხოვნილი,რადგან მან ხელი არ მოაწერა,ეგრეთწოდებულ "loyalty oath"-ს.იგი ერთგვარად წარმოადგენს ფიცს,სადაც წერია,რომ ისინი დაიცავენ ქვეყანას გარე და შინაური საფრთხეებიდან,ყველა მათ ხელთ არსებული საშუალებებით.აღნიშნულ ფიცს კი დებენ კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის როგორც ლექტორები,ასევე სტუდენტები.მიზეზი ვენდი ჰონავერის "ფიცზე" ხელმოწერის უარყოფისა,მისი "პაციფისტური" შეხედულებებია.მან განაცხადა,რომ აღნიშნული დოკუმენტი არღვევს ადამიანის უფლებებს,თავისუფლებისა და რელიგიური დოგმების ჩათვლით.ამ მიზეზთა გამო მან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა თხოვნით შეეცვალათ მასში რამდენიმე პუნქტი,თუმცა უარი მიიღო და სამსახურიდანაც დათხოვნილ იქნა.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 865 | დაამატა: balu | ტეგები: პედაგოგები - ეპიზოდი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.