8:22 PM პეტრე ჩაიკოვსკის შესახებ... | |
ერთ-ერთ გამოჩენილ რუს მხატვარ-პეიზაჟისტს,გრაფიკოს და საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსს - ეფიმ ვოლკოვს (1844-1920 წლები),ჩამოართვეს ინტერვიუ,რა დროსაც ჟურნალისტი დაინტერესდა,თუ როგორ დაიწყო მან სამხატვრო კარიერა. ასეთმა შეკითხვამ,ჟურნალისტის გასაოცრად,რესპოდენტის ძალიან გააღიზიანება გამოიწვია.გაღიზიანებულმა ვოლკოვმა კი ჟურნალისტს შემდეგი პასუხი გასცა: "იმისათვის,რომ ლუკმა პური მეშოვნა,მუშაობის დაწყებამ ერთ-ერთ დეპარტამენტში მომიწია.ჩემთან ერთად მუშაობდა ერთი პიროვნება და ჩემდა საუბედუროდ მისი გასაკეთებელი საქმის კეთებაც მე მიწევდა.რადგან ჩემი კოლეგა,რომელიც ძირითადად გაცრეცილი შარვლით დადიოდა,არც არაფრის კეთების იშტა და არც სურვილი არ გააჩნდა.იმისათვის,რომ სამსახურიდან არ დავეთხოვე ადმინისტრაციას,ფაქტიურად მის საკეთებელ სამსახურეობრივ საქმეს მე ვასრულებდი.ის კი იჯდა და მთელი სამუშაო დღის მანძილზე რაღაც მელოდიებს უსტვენდა". ჟურნალისმა ეფიმ ვოლკოვს აღნიშნული ისტორიიდან გამომდინარე კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა: "ვფიქრობ,რომ მან კარიერა ძალიან ცუდად დაასრულა?!" რაზეც ეფიმ ვოლკოვმა მიუგო: - "რა თქმა უნდა ცუდად დაასრულა! თუმცა ჩემმთან ერთად.გარკვეული პერიოდის შემდეგ ვაკანსიებზე შემცირება დაიწყო და ჩვენ ორივენი სამსახურიდან დაგვითხოვეს. მან კონსერვატორიაში ჩააბარა,მე კი სამხატვრო ხელოვნებას გავყევი.შესაბამისად მე გამოჩენილი მხატვარი გავხდი.ის კი ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი და მუსიკოსი.მისი სახელი და გვარი კი გახლდათ - პეტრე ჩაიკოვსკი". | |
|