Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » პირველი ნაბეჭდი წიგნი
4:33 PM
პირველი ნაბეჭდი წიგნი
"გუტენბერგის ბიბლია",დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეული იყო ტიპოგრაფიული საშუალებების გამოყენებით,პირველ ნაბეჭდ წიგნად,წიგნის ბეჭდვის ისტორიაში (დაბეჭდილ იქნა 1452-1457 წლებში).აღნიშნული თემის თაობაზე,ბევრი დავაც მიმდინარეობდა სპეციალისტებსა და ისტორიკოსებს შორის.თუმცა ცნობილი გახდა,რომ პირველად,მანამდე,სანამ "გუტენბერგის ბიბლია" დაიბეჭდებოდა,78-80 წლით ადრე - 1377 წელს,კორეაში დაბეჭდილ იქნა ბუდისტური დოკუმენტების წიგნი "ჯიკჯი" (Jikji),სადაც წერია ბუდისტური ქადაგებების ტექსტები.ამასთანავე ინდოელი და ჩინელი ბუდისტი ბერების მოღვაწეობის ბიოგრაფიები.წიგნის ზომებია 24,6 სანტიმეტრი - 17 სანტიმეტრზე.წიგნის ავტორად მიჩნეულია ბუდისტი ბერი - პეგუნ ხვასანი (ბუდისტური სახელი - კიონხანი),რომელმაც სასულიერო მოღვაწეობა დაიწყო 54 წლის ასაკში 1353 წელს.ამასთანავე წიგნის ბეჭდვაში მონაწილეობა მიიღეს,პეგუნის მოსწავლეებმა - სოკ ჩხანმა და ტალ ჯამმა.აღნიშნულ პერიოდში კორეაში,ბუდისტური რელიგია დომინანტ რელიგიას წარმოადგენდა.იგი შედგება ორი ტომისაგან და შეიცავს 307 თავს.წიგნის ბოლო ფურცელზე მითითებულია თარიღი 1377 წლის ივლისის თვე და იგი დაბეჭდილ იქნა ქალაქ ჩჰონჯუს - ჰინდოსკას ბუდისტურ მონასტერში.აღსანიშნავია,რომ "ჯიკჯი" 78 წლით უფრო ადრე დაიბეჭდა ვიდრე,ყველასათვის ცნობილი - "გუტენბერგის ბიბლია",აღნიშნული გამოცემა კი პირველი ევროპული ნაბეჭდი წიგნია და არა მსოფლიოში პირველი ნაბეჭდი წიგნი.ამჟამად აღნიშნულ ადგილზე,სადაც "ჯიკჯი" დაიბეჭდა,აგებულია "კორეის წიგნის ბეჭდვის მუზეუმი".2001 წელს აღნიშნული ბუდისტური წიგნი "იუნესკომ" შეიყვანა - "მსოფლიო მეხსიერების" რეესტრში და იგი აღიარა პირველ ნაბეჭდ წიგნად მსოფლიო წიგნის ბეჭდვის ისტორიაში.დღესდღეობით "ჯიკჯი" დაცულია "პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში".აღნიშნული წიგნი საფრანგეთში მოხვდა XIX საუკუნის ბოლოს,მაშინ როდესაც საფრანგეთის კონსულმა კორეაში კოლინ დე პლანსმა,თავისი კოლექციისათვის გაიტანა იგი.1911 წელს პლანსის კოლექცია გაყიდულ იქნა აუქციონზე და იგი გადავიდა ცნობილი წიგნების კოლექციონერის - ანრი ვევერას საკუთრებაში.1950 წელს მისივე ანდერძის თანახმად "ჯიკჯი" საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა,სადაც ღევანდელ დღემდეა დაცული.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ კორეელი სწავლულები ირწმუნებიან,რომ მეტალის შრიფტით ისინი ჯერ კიდევ 1234 წელს სარგებლობდნენ,ამ იდეას ფართოდ ავრცელებდა ცნობილი კორეელი პოეტი - ლი გიუ ბონი,თუმცა აღნიშნულის დადასტურება ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა.სამხრეთ კორეა უკვე დიდი ხანია ჩართულია "ბრძოლაში",იმისათვის რომ როგორმე დაიბრუნოს მისი ეროვნული და კულტურული საგანძური "ჯიჯკი".1989 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა გამოთქვა მზადყოფნა,აღნიშნული თემის განხილვაზე,თუმცა საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის უდიდესი წინააღმდეგობის შედეგად იგი კვლავ საფრანგეთში დატოვეს,შესაბამისად მოლაპარაკებებიც ამ საკითხის ირგვლივ შეწყდა.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ მიუხედავად სამხრეთ კორეიისა და ჩრდილოეთ კორეიის დაძაბული ურთიერთობისა "Jikji",მიჩნეულია ორივე ქვეყნის კულტურულ,ისტორიულ და რელიგიურ საგანძურად.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 942 | დაამატა: balu | ტეგები: uzvelesi wigni, pirveli wigni, პირველი ნაბეჭდი წიგნი, pirveli sabechdi dazga, sabechdi manqana | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.