5:37 PM პოლ ეჟენ ლუი დეშანელი - "საოცარი მოვლენა ფრანგულ პოლიტიკაში" | |
პოლ ეჟენ ლუი დეშანელი (1855-1922 წლები),გახლდათ ფრანგი პოლიტიკოსი და საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე ვადით მყოფი პრეზიდენტი (1920 წლის თებერვლიდან - სექტემბრის ჩათვლით) "მესამე რესპუბლიკისა" (პოლიტიკური რეჟიმი საფრანგეთში 1870 წლის 4 სექტემბრიდან - 1940 წლის 22 ივნისამდე).იგი საკმაოდ ექსცენტრიული ხასიათით გამორჩეული პიროვნება გახლდათ.1920 წლის 24 მაისს,მაშინ როდესაც 65 წლის პრეზიდენტი,მატარებლით მგზავრობდა საფრანგეთის დასავლეთით,ღამით "ალკოჰოლით გაბრუებულმა",ჩამოწია ვაგონის ფანჯარა და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ფანჯრიდან გადავარდა.საბედნიეროდ მატარებელი ნელა მოძრაობდა და იგი მცირე ტრამვებით გადარჩა.როდესაც რამდენიმე ხნის შემდეგ დეშანელი დაცვამ მოიკითხა,აღმოაჩინა,რომ იგი თავის კუპეში არ იყო და ატყდა განგაში.ამ დროს კი საფრანგეთის უცნაური პრეზიდენტი პიჟამოების ამარა გაუყვა სარკინიზო ხაზს და მიადგა "მონტარჟის" სარკინიგზო სადგურს სადაც გაოგნებული მოქალაქეები უყურებდნენ "პიჟამოებში" გამოწყობილ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს.აღნიშნულმა ფაქტმა მის იმიჯზე უარყოფითი გავლენა იქონია,თუმცა მისი უცნაურობები ამით არ ამოწურულა და 1920 წლის 10 სექტემბერს კვლავ "ალკოჰოლური თრობის" ქვეშ მყოფმა "რამბაუიეს" ცნობილ პარკში ტანსაცმლიანმა შეაბიჯა შადრევანში გაოგნებული მოქალაქეების თვალწინ.ამ მოვლენის შემდეგ კი მას წაუყენეს ულტიმატუმი დაეტოვებინა თანამდებობა,რაც აღასრულა კიდეც და იგი საფრანგეტის ისტორიაში ერთ-ერთი ხანმოკლე ვადით მყოფი პრეზიდენტი შეიქნა,რომელმაც აღნიშნულ პოსტზე მხოლოდ 7 თვე და 3 დღე დაჰყო.13 დღით მეტი ვიდრე კიდევ ერთმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟან კაზიმირ-პერემ (1847-1907 წლები),რომელმაც ეს თანამდებობა 203 დღით შეინარჩუნა.პოლ ეჟენ დეშანელი გარდაიცვალა 1922 წლის 28 აპრილს. | |
|