7:50 PM პირს ბროსნანი/Pierce Brosnan | |
პირს ბროსანი 16 მაისს დაიბადა 1953 წელს პატარა ირლანდიურ ქალაქში. მისმა მამამ, პროფესიით ფეიქარმა, ოჯახი მიატოვა, როდესაც პირსი ჯერ კიდევ ჩვილი იყო. პირსმა მამის სახელი არც კი იცოდა და გაიცნო, როდესაც უკვე ცნობილი იყო, როდესაც უკვე 30 წელს გადასცდა. ასე თუ ისე, თავის შვილს ბროსნანმა ქარაფშუტა ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვა. როდესაც პირსი ათი წლის გახდა, მისი დედა მეორედ გათხოვდა და ბავშვი თან წაიყვანა. ლონდონში ბროსანი პირველად მოხვდა კინოში და პირველი ფილმი, რომელიც მან ნახა აღმოჩნდა 'გოლფინგერი' შონ კონერის მონაწილეობით. კინომ სამუდამოდ შეიბყრო პირსის წარმოსახვა. პირსმა ითამაშა ყველა კლასიკური როლი – შექსპირიდან დაწყებული ტებესი უილიამსით დამთავრებული. მან ამ თამაშისთვის სამადლობელო დეპეშაც კი მიიღო, რომელიც დღემდეა მის სახლში ჩამოკიდებული ძვირადღირებულ ჩარჩოში. პირს ბროსანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ოცნებობდა ბონდის შესრულებას – ისტორიის ყველაზე დიდი შპიონის. ახლა რთულია სხვა აგენტ 007 წარმოდგენა. ის კონერიზე ბევრად პოპულარულია – სურათებს 'ოქროს თვალი', 'ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება' სინამდვილეში ფანტასტიური წარმატება ჰქონდათ. ბროსნანის დაპატიჟება ყველაზე წარმატებულ სურათებში და ბლოკბასტერებში დაიწყეს. პირსის კარიერაში ფანტასტიური რაოდენობაა რომანტიული და თავგადასავლების მაძიებლების პერსონაჟები. მან შეასრულა ინგლისელებიდან ყველაზე დიდი ინგლისელი – ჟიულ ვერნის სპოპიეს 'Around the World in 80 Days' – ფილეას ფოგის როლი. რომანტიული გმირი პროექტში 'ნაცრისფერი ბუ' ინდოელების ბრძლაზე თეთრებთან მე–ХIX საუკუნეში. ნამდვილი მამაკაცის როლი, რომელსაც არაფრის ეშინოდა, რომელსაც არ გემის ჩაძირვამ და არც მარტოობამ ადამიანობა არ დააკარგვინეს, – რობინზონ კრუზო. ფილმში 'Dante's Peak' და 'The Mirror Has Two Faces', სადაც ბარბარა სტრეიზანდის პარტნიორი გახდა. სურათმა 'სასიყვარულო აფიორა' ბროსნანი ანეტ ბენინგს შეახვედრა, რომელსაც ის მომავალში კვლავ შეხვდა ფანტასტიკურ კომედიაში 'Mars Attacks!'. პირს ბროსნანი ზედისედ ორჯერ ამერიკის ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცად აღიარეს და ნომინირებული იყო 'ოქროს გლობუსზე'. ის საკუთარ კომპანიას შექმნის. როგორც პროდიუსერმა ბროსნანმა გამოუშვა სურაათები 'The Thomas Crown Affair' და 'The Nephew'. ფილმში 'The Thomas Crown Affair', 60–ნი წლების რემეკში, ბროსნანი კვლავ გამოდის მდიდრული ცხოვრების, ძვირფასი ღვინოების, ძველებური სურათების და ულამაზესი ქალების მცოდნედ – ამ ჯერად რენე რუსო. 2000 წელს ბროსნანმა მონაწილეობა მიიღო და პროდიუსირებაც გაუწია ფილმს 'სისხლი და შამპანური' რობერტ კაპზე, მსიფლიოში ცნობილ სამხედრო ფოტოგრაფზე. სურათი მიძღვნილია ამ აქტიური ადამიანის ცხოვრების 18 კვირას, რომელიც ისეთ ადამიანებს უღებდა სურათებს, როგორც: მწერალს ტრუმან კაპოტეს და მხატვარს პაბლო პიკასოს. | |
|