Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ფაქტები - "ბაიკონურის კოსმოდრომის" შესახებ...
6:38 PM
ფაქტები - "ბაიკონურის კოსმოდრომის" შესახებ...
"ბაიკონურის კოსმოდრომი" - მსოფლიოში ცნობილი,უდიდესი და უძველესი კოსმოდრომია,რომელიც მდებარეობს ყაზახეთში,არალის ზღვიდან აღმოსავლეთით 200 კილომეტრის მოცილებით,ქალაქ ტიურა-ტამრთან ახლოს,რის გამოც მას ამ სახელითაც მოიხსენიებენ.სახელწოდება "ბაიკონური" მას "საბჭოთა კავშირის" ხელმძრვანელებმა მიანიჭეს,იმისათვის,რომ შეცდომაში შეეყვანათ "დასავლეთი",თითქოს აღნიშნული კოსმოდრომი მდებარეობდა ქალაქ ბაიკონურთან და არა იმ ადგილას სადაც რეალურად იყო განთავსებული.ცნობილია,რომ იგი ქალაქ ბაიკონურიდან 200 კილომეტრის მოშორებითაა განთავსებული.აღნიშნული კოსმოდრომი დაარსებულ იქნა 1952 წლის 2 ივნისს,როგორც სამხედრო პოლიგონი,საკონტინენტთაშორისო რაკეტების გამოსაცდელად,თუმცა მოგვიანებით,მას კოსმოდრომის ფუნქცია მიანიჭეს.ყველასათვის ცნობილია,რომ "კოსმონავტები",მიიჩნევიან ყველაზე "ცრუმორწმუნე" ადამიანებად დედამიწაზე.მაგალითად,ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი და რაკეტულ-კოსმოსური სისტემების კონსტრუქტორი - სერგეი კოროლიოვი,რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის 'ბაიკონურის კოსმოდრომის" ფუნქციონირებაში,ყოველთვის გაურბოდა რაკეტების სტარტს ორშაბათ დღეს.ამიტომ იგი მაქსიმალურად ცდილობდა სტარტი ამ დღეს არ ყოფილიყო,რის გამოც უამრავი სერიოზული კონფლიქტი მოსვლია ქვეყნის ხელისუფლებასთან.თუ რატომ ჰქონდა "ამოჩემებული" ორშაბათი დღე მას,არავინ იცის.ეს "ტრადიცია" კი ბაიკონურზე დღემდე დამკვიდრებულია და ამ დღეს იქ კოსმოსური რაკეტების სტარტი ფაქტიურად არ მიმდინარეობს.ორშაბათ დღეს - "შავ დღედ" მოიხსენიებდნენ და საწყისი სამი წლის განმავლობაში,ბაიკონურიდან სტარტი ორშაბათს,არცერთ რაკეტას არ აუღია.თუმცა როდესაც ამ დღეს განხორციელდა სტარტი,მას შემდეგ ამ კოსმოდრომის ისტორიაში 11 ავარია დაფიქსირდა,რომელთაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.დღემდე ორშაბათი დღე "ბაიკონურის" კოსმოდრომზე,არაოფიციალურ "არასტარტულ დღედ" მიიჩნევა.გარდა ორშაბათისა,ამ კოსმოდრომზე 24 ოქტომბერიც ერთგავარ წარმოადგენს ნეგატიურ დღეს და ამის მიზეზი გახლავთ ის,რომ 1960 წლის 14 ოქტომბერს სასტარტო მოედანზე მოხდა დიდი აფეთქება,რაკეტა-მატარებლის,სახელწოდებით: MBP. P 16-ის,რამაც ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა.1963 წლის 24 ოქტომბერსაც ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა,როდესაც რაკეტა: P-9 A აფეთქდა,რასაც 8 ადამიანის ცოცხლად დაწვა მოყვა.ამ მიზეზთა გამო 24 ოქტომბერს არა მარტო სტარტი არ იღება ბაიკონურისა,არამედ რაკეტების ელემენტარული სამუშაოებიც კი შეწყვეტილია (მხედველობაში არ მიიღება,მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოები).აღსანიშნავია,რომ კოსმონავტები სტარტის წინ არავის ემშვიდობებიან კოსმოდრომზე მყოფთაგან,გარდა ხელის დაქნევისა,რაც აუცილებელი პირობაა ყველა კოსმონავტისათვის.ასევე ცნობილია,რომ ბაიკონურის აეროდრომზე სტარტის წინ მეთაურისაგან (რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს),თითოეული კოსმონავტი ეგრეთწოდებულ "მეგობრულ პანღურს" იღებს და ესეც "ტრადიციაა"ყოველი წარმატებული ფრენის შემდეგ კოსმონავტები,კოსმოდრომის შორი-ახლოს რგავენ თავიანთი სახელობის ერთ ხეს და ესეც ერთგვარი ტრადიციაა.ბაიკონურის კოსმოდრომზე ასევე მიღებულია,სტარტის წინ ცნობილი ფილმის "უდაბნოს თეთრი მზის" ყურება და აღნიშნული ტრადიცია დამკვიდრებულია უკვე 30 წელიწადია,რადგან ამ ფილმის ყურება ერთგვარი "ცრურწმენაა" კოსმონავტებისა,რომ ისინი კოსმოსიდან უპრობლემოდ დაუბრუნდებიან დედამიწას.დღესდღეობითაც,ისევე როგორც წარსულ წლებში "ბაიკონურის კოსმოდრომი" უდიდეს როლს თამაშობს "კოსმოსის" შესწავლის საქმეში,რადგან სწორედ იგია ცენტრი მრავალი დიდი კვლევებისა ათწლეულების განმავლობაში.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 831 | დაამატა: balu | ტეგები: paqtebi kosmosis shesaxeb, kosmosis shesaxeb, baikonuris kosmodromi, ფაქტები - ბაიკონურის კოსმოდრომის შე | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.