Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ფაქტები "სიდედრის" შესახებ.
6:43 PM
ფაქტები "სიდედრის" შესახებ.
"სიდედრი" - იმდენად პოპულარულია სხვადასხვა ეროვნების ხალხებში,რომ მათზე იქმნება სიმღერები,ანეგდოტები და ისინი ხალხური ფოლკლორის გმირებადაც კი არიან გამოყვანილი.აღნიშნულ პოსტში გადმოგცემთ იმ უჩვეულო ფაქტების მცირე,თუმცა რეალურ "კალეიდოსკოპს",რომელიც ნამდვილად საინტერესო იქნება ყოველი ჩნეთაგანისათვის:
ცნობილმა რუსმა კომიკოსმა და მსახიობმა - იური ნიკულინმა,ერთ დღეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე,მეგაფონით ხელში შეიარაღებული გამოვიდა და საზოგადოების გასაგონად,საჯაროდ ხმამაღლა გამოაცხადა: რომლის მიხედვითაც,თუ რომელიმე იქ მყოფ ან გამვლელ მამაკაცს ედებოდა ჯიბეში "სიდედრის სურათი" და წარუდგენდა მას,მიიღებდა საკმაოდ სოლიდურ ფულად ჯილდოს... მიუხედავად ჯილდოს მიღების უამრავი მსურველისა,მათდა სამწუხაროდ აღნიშნული ჯილდო არავის ერგო,რადგან ისეთი მამაკაცი,რომელიც სიდედრის სურათს ჯიბით დაატარებდა მოედანზე არ მოიძებნა.

ერთ-ერთი ინდიელი ხალხის - "კოსიმის",ადათ-წესებში დღემდე ფუნქციონირებს,დაუწერელი კანონი,რომლის მიხედვითაც "სიდედრს" - სიძისათვის,ლაპარაკის დროს თვალებში შეხედვის უფლება არ გააჩნია და აღნიშნული მოვლენა მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება.

უკრაინის ულამაზეს ქალაქ ოდესაში,დღემდე არსებობს დიდი საცალფეხო ხიდი,რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მოიხსენიებს,როგორც - "სიდედრის ხიდი".აღნიშნულმა ხიდმა,ესოდენ უცნაური სახელწოდება,მას შემდეგ მიიღო,რაც ცნობილი გახდა მისი აგების უმთავრესი მიზეზი.კერძოდ იგი აიგო ოდესის საქალაქო საბჭოს მდივნის (კომუნისტების დროს) - მიხეილ სინიცის,ინიციატივით იმის გამო,რომ ხშირად სტუმრობდა საკუთარ სიდედრს და აღნიშნული ხიდი მას გზას ძალიან უმოკლებდა.

ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის,რომ არსებობს არაოფიციალური "სიდედრის საერთაშორისო დღე",რომელიც დაწესებულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1920-იან წლებში და აღინიშნება ყოველი წლის 26 ოქტომბერს.აღსანიშნავია,რომ ეს დღე ევროპაში,ამერიკიდან სწრაფად გავრცელდა და ყოველ 26 ოქტომბერს სიძეები - სიდედრებთან,მიდიან სტუმრად და მათთვის მიაქვთ ტკბილეული.

ერთ-ერთი კვლევებისას დადგენილ იქნა,რომ მამაკაცთა 82% სიდედრის მიმართ დადებითად არის განწყობილი,მაშინ როდესაც მანდილოსნების 26% მიიჩნევს,რომ დედა მის ოჯახურ სამყაროში აქტიურად ერევა და შესაბამისად ფრიად უარყოფით როლსაც თამაშობს.აქვე დადგენილ იქნა,რომ სიდედრის ზეგავლენის შედეგად მსოფლიოში განქორწინების 14% ფიქსირდება.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 808 | დაამატა: balu | ტეგები: sidedri, sidedris shesaxeb, ფაქტები სიდედრის შესახებ., paqtebi sidedrze | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.