Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ფარ ცხვირა გველი
8:39 PM
ფარ ცხვირა გველი
ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: Aspidelaps
სახეობა: ფარ-ცხვირა გველი 
ქვესახეობები: არსებობს
მაქს. ზომა: 74 სმ.
შხამის ხარისხი: შხამიანი
გავრცელების არეალი: სამხრეთ აფრიკა (ბოცვანა, მოზამბიკა, ნამიბია, ზიმბაბვე).
საბინადრო გარემო: გვხდება სავანაში.
გარეგნული აღწერილობა: ეს გველები არიან პატარები და მოკლეები სიგრძეში, მაგრამ ძლიერები. საშუალოდ იზრდებიან 40 სმ. მაგრამ შეუძლიათ მიაღწიონ 74 სმ.-ს. თავი მოკლეა, განიერი და გამოყოფილი კისრისგან. ცხვირი მომრგვალებულია და განკუთვნილია სათხრელად. თვალები საშუალო ზომისაა, მრგვალი გუგებით. შეფერილობა შეიძლება იყოს ღია ნაცრისფერი ან მოწითალო ყავისფერი, შავი ლაქეიბთ სხეულზე. ყელზე გააჩნია 2 ცალი შავი ლენტა.
კვება: ძირითადად იკვებება მცირე ზომის ძუძუმწოვრებით, ხვლიკებით, ამფიბიებით და ხანდახან სხვა პატარა ზომის გველებით.
გამრავლება: ეს სახეობა არის კვერცხმდები და დებს 4 - 14 კვერცხს ზაფხულში, რომლების გარშემოს შემოიგორგლება და მფარველობს მათ სხვა მტაცებლებისგან თავდასაცავად.
ცხოვრების წესი და ქცევა: არის ღამის გველი და ნახევრად მთხრელი. დღეს ატარებს მღრღნელების სოროებში ან ქვების და მორების ქვეშ. შეუძლია ქვიშიან მიწაში თხრა, რომლის დროსაც იყენებს მის ცხვირს როგორც "ბულდოზერს". არის ნელად მოძრავი. ღამით გამოდის ხოლმე, ხშირად წვიმის შემდეგ. შეწუხებისას ან დამუქრებისას შლის კაპიშონს, ხმამაღლა სისინებს და ახორცილებს შეტევას წინ, ჩვეულებრივ დახურული პირით. ასევე ახასიათებს თავის მომკვდარუნების გათამაშება. ბუნებაში მის მტრებად ძირითადად ითვლებიან სხვა გველები.
შხამი: მისი შხამი არ არის კარგად შესწავლილი, თუმცა ცნობილია რომ შეიცავს ნეიროტოქსინებს და დაფიქსირებულია ერთი უბედური შემხთვევა. ამ სახეობისთვის არ მოიპოვება შრატი. ცნობილია, მხოლოდ მცირე შემთხვევბი დაკბენვისა. 2 შემთხვევაში ნაკბენმა გამოიწვია შეშუპება და ტკივილი ნაკბენის ადგილას. ნევროლოგიური სიმპტომები არ გამოვლენილა. მეორე შემთხვევაში შეშუპება და ტკივილი არ გამოიხატა, მაგრამ დაფიქსირდა ნევროლოგიური სიმპტომები. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, როცა მეორე (4 წლის ბავშვი) დაიღუპა. ეს ბავშვი დაკბენიდან 2 საათის შემდეგ ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში. საათ-ნახევრის შემდეგ მოხდა სასუნთქი სისტემის კოლაფსი, თუმცა სასუნთქი სისტემის დასახმარებელი ზომებით (ინტუბაცია და მექანიკური ვენტილაცია) გამოვლინდა უკეთესობა. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა დაკბენვიდან 16 საათის შემდეგ სიკვდილი დადგა უცაბედი გულის გაჩერების შედეგად.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1156 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: par cxvira gveli, ფარ ცხვირა გველი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.