6:11 PM ფერთა თერაპია, როგორც განწყობის ამაღლების საშუალება | |
ფაქტიურად ექიმები უძველესი დროიდან იყენებდნენ ფერთა თერაპიის ელემენტებს: ცისარტყელასა და სპექტრის დახმარებით კურნავდნენ ეგვიპტეში, ჩინეთში, ინდოეთში, სპარსეთში. მაგალითად, ავადმყოფს სიშმაგის შეტევისას ათავსებდნენ ლურჯ ოთახში და ამით უხსნიდნენ მღელვარებას. ცნობილი ცელსი ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდა შავ, მწვანე, წითელ ან თეთრ პლასტირებს, რაც დამოკიდებული იყო ჭრილობის ხასიათზე. ავიცენამ შეადგინა სპეციალური ატლასი, სადაც აღწერა ფერის, ადამიანის ტემპერამენტის და ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულება. იგი ამტკიცებდა: დილის კაშკაშა სინათლე ხელს უწყობს საკვების ათვისებას; წითელი ფერი ოპტიმისტურ განწყობას და აძლიერებს სისხლის ნაკადს (იგი თავის ავადმყოფებს წითელ ქსოვილს აფარებდა); ყვითელი – კურნავს ღვიძლს, ამცირებს ტკივილს, ხსნის ანთებას. ფაქტები და მითები ძველ ადამიანებს ცოტა რამ ესმოდათ ფიზიკისა და სინათლის, და ჩვენც ფერის ზემოქმედებას მხოლოდ ინტუიციურად ვგრძნობთ. ადამიანებს არ უყვართ ყვითელი ყვავილების მიღება, უპირატესობას ანიჭებენ წითელ თეთრეულს და ქორწილში თეთრ კაბას. მათ სჯერათ, რომ ადამიანი, რომელსაც ვარდისფერი უყვარს, ინფანტილურია, ხოლო ცისფერთვალება ადამიანები უფრო წრფელები არიან. როგორ მოქმედებს ფერი ფერი – ეს არის ელექტრომაგნიტური ტალღების სხვადასხვა სიგრძის ნაკრები. ხოლო ტალღის სიგრძე საზღვრავს მის ფერს. ელექტრომაგნიტური ტალღები ურთიერთობაში შედიან ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურებთან – აძლიერებენ ან ამცირებენ მათ ვიბრაციას. აქედან გამომდინარეობს, რომ სხვადასხვა სიგრძის ტალღები, ანუ სხვადასხვა ფერი – სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ადამიანის ამა თუ იმ ორგანოზე, მის ფსიქიკაზე. სამეცნიერო ლიტერატურაში იპოვით სხვადასხვა სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედების ცხრილებს, სქემებს და გრაფიკას მიკროორგანიზმებზე, მცენარეებზე და ადამიანზე. ზემოქმედებს რა თვალის ფერად გარსზე, ფერი აღიზიანებს განსაზღვრულ რეცეპტორებს. "ყოველ მონადირეს სურს იცოდეს…” ახლა მოგიყვებით ყველა ცალკეულ ფერზე და მის თვისებებზე: წითელი – სისხლის, სასიცოცხლო ენერგიის ფერი, აქტიურობის და ვნების, ამიტომ, თუ მწვავე შეგრძნებებს ეძებთ ან ინტიმური ცხოვრების მოწყობა გსურთ, საძინებლის გასაფორმებლად უკეთეს ფერს ვერ იპოვით. ამასთან, სულაც არ არის საჭირო ოთახი წითელ ფერში შეღებოთ, ან წითელი ფარდები ჩამოკიდოთ. საკმარისია დადოთ მაგიდაზე წითელი ყვავილები, მაგალითად ვარდები ან მორთოთ ოთახი წითელი ქაღალდის ან მინის გულებით. მთავარია – ზომიერება. რაც ნაკლებია წითელი ფერი, მით უკეთესია და მით უფრო დადებითად მოქმედებს იგი. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ წითელი თეთრეული – ყველაზე სექსუალურია. იგი უბრალოდ აძლიერებს სექსუალურ "მადას”. იგივე ითქმის წითელ საცხზე ტუჩისათვის და ლაქზე ფრჩხილებისათვის. ნარინჯისფერი – სასიამოვნო თბილი ფერია, მაგრამ დიდი რაოდენობით, ისევე, როგორც წითელმა, შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს. ეს ფერი დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის, ასევე თირკმელების და მკერდის დაავადებების განკურნებაში. იგი ასევე აძლიერებს იმუნიტეტს და ეფექტურია სექსუალურ სფეროში არსებული დარღვევებისას. მაგრამ იყავით ფრთხილად: დიდი რაოდენობით ნარინჯისფერი იწვევს შეშფოთებას და განრისხებას. ყვითელი – კიდევ ერთი ფერი-სტიმულატორი. იგი დადებიდათ მოქმედებს გონებრივ საქმიანობაზე და ხელს უწყობს მოდუნებას. თუ რაღაცაში აიხლართეთ, დაკარგეთ რეალობის შეგრძნება ან გაწუხებთ გულმავიწყობა, შეარჩიეთ ყვითელი. თუ გჭირდებათ სწრაფად დაიმახსოვროთ დიდი რაოდენობის ინფორმაცია, მოიმარაგეთ ყვითელი ფერის საგნები გარშემო. მწვანე – პოპულარული და პრაქტიკული ფერია. ასოცირდება რა ბუნების სიმწვანესთან, ასტიმულირებს ზრდას და განვითარებას. იგი აწყნარებს, ხსნის გაღიზიანებას და დაგეხმარებათ შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში. თუ თქვენთვის თქვენი სახლი – თქვენი ციხე-სიმაგრეა, სადაც აღიდგენთ ძალებს, გამოიყენეთ დეკორში მწვანე და მისი მრავალფეროვანი ელფერი(მაგალითად, მწვანე ქვები ან სანთლები). შესანიშნავი იდეაა ოთახის მცენარეების მომრავლება. ეს ფერი ასევე იზიდავს ბედნიერებისა და ფინანსური წარმატების ენერგიას (შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკული ფული მწვანეა!). ცისფერი – სპეციალისტები თვლიან, რომ ცისფერს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და პირ-ღებინების საწინააღმდეგო ეფექტიც კი. ცისფერს იყენებენ ზოგიერთი პროცესის შენელების მიზნით, მაგალითად, გახშირებული გულისცემის ან ქალისათვის ჭარბი მენსტრუაციის შემცირების მიზნით, დიარეისა და უძილობის სამკურნალოდ. ამბობენ, რომ ცისფერი სამოსი ეხმარება კანის სხვადასხვა დაავადების მკურნალობისას, ხოლო იისფერი ჭურჭელი – შეგიმცირებთ მადას. ფერთა მაგიის ლოგიკა აქ გასაგებია: ცივ ფერებში უნდა ეძებოთ დახმარება რაღაცის «გაციების» საჭიროების შემთხვევაში – ტემპერატურის, ნერვული დაძაბულობის ან მადის. ლურჯი – დამშვიდებისა და ჰარმონიის ფერი. იგი დაგამშვიდებთ და დაგეხმარებათ ემოციური და ფიზიკური ჰარმონიის მიღწევაში. ამას გარდა, ლურჯი და მისი გამა დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში და აწონასწორებს ხასიათს. ცივი ლურჯი დაგეხმარებათ დამწვრობის მოშუშებაში, აქვეითებს მაღალ ტემპერატურას და ხსნის ნერვულ დაძაბულობას. მაგრამ ლურჯის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შიძლება გამოიწვიოს დეპრესია ან აპათია ცხოვრების მიმართ და მოწყენილობა. იისფერი – დაგეხმარებათ ეპილეფსიის და ართრიტის მკურნალობისას, ჭრილობების შეხორცებაში და ძვლების შეზრდაში. ეს ფერი ასევე სიმბოლოა სულიერი ზრდისა. იისფერი დაგეხმარებათ ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში და სულიერ სამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში, ბოლოს და ბოლოს ეს ხომ შთაგონების ფერია! გამოიყენეთ იგი მედიტაციის დროს, რომ მიაღწიოთ გასხივოსნებას და მიიღოთ პასუხი გადასაწყვეტ საკითხზე. თეთრი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფერი, რომელსაც ნეგატიური ემოციის გასაწმენდად იყენებენ. იგი დაგეხმარებათ შინაგანი ჰარმონიისა თვითშემეცნების უმაღლესი დონის მიღწევაში. თეთრი ასევე იმედის სიმბოლოა, სიწმინდისა და შემოქმედების. აღმინშვნელია წმინდა ცოდნისა და სულიერი ხელმწიფებისა. ამიტომ, თუ ძალიან "ჩაიძირეთ” საზრუნავში, პრობლემებში და სტრესში, მოიმარაგეთ გარშემო თეთრი ფერის ნივთები – და გული და აზროვნება გაგინათდებათ. ახლა კი გამოყენების ხერხები. იმისავის, რომ დაწეროთ პოემა ან ნახევარი წლის ანგარიში, არ არის აუცილებელი ყოველ ოთახში ცისფერი შპალერი გააკრათ, იისფერი ავეჯი შეიძინოთ ამ შეიღებოთ ფრჩხილები იასამნისფრად. საკმარისია ბოლო მათგანი!. ინტენსიური, კაშკაშა ფერის დეტალები თვალში მოსახვედრია. ამიტომ, თუ "შეფთან” შეხვედრაზე მიდიხართ, აუცილებლად ჩაიცვით ცისფერი ბლუზა ან გაიკეთეთ ცისფერი შარფი. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ – ხელმძღვანელობას აზრად არ მოუვა გამოგლანძღოთ. ფერთა თერაპიის გამოყენება უფრო იოლადაც შეიძლება – გამოჭერით ფერადი მუყაოსაგან ბანქოს მსგავსი 7 ნაჭერი, საჭიროებისამებრ აიღეთ ერთ-ერთი მათგანი და უყურეთ 7-10 წუთი. მაგალითად, გვიან საღამოს, როცა დეპრესია შეგახსენებთ თავს, გამოიღეთ ნარინჯისფერი "ბილეთი” და …ვიზუალურად შეისრუტეთ პოზიტივი. გვერწმუნეთ, ეს ისე მოქმედებს, როგორც წითელი ფერი ხარზე | |
|