Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 6 » ფილოსოფიური სახელმწიფო მენეჯმენტი შუა საუკუნეებში
8:45 PM
ფილოსოფიური სახელმწიფო მენეჯმენტი შუა საუკუნეებში
შუა საუკუნეებში ფილოსოფოსებში პოპულარული იყო მსჯელობა სახელმწიფოს მოწყობის ასპექტებზე. ცნობილი ფილოსოფოსები გვთავაზობდნენ ამა თუ იმ მოდელს, რისი მიზანიც იყო ქაოსში წესრიგის შეტანა. აქტუალური იყო ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობაზე მსჯელობაც, რომლის ცნებაც პირველად თომას ჰობსმა შემოიტანა. მან ამგვარ მდგომარეობას საყოვლთაო ომის ვითარება და უბედურობა უწოდა: „აქ კაცის ცხოვრება ეულია, ღარიბი, მწარე, ცხოველური და მოკლე". ფილოსოფიური სახელმწიფო მენეჯმენტი შუა საუკუნეებში …


ჰობსის აზრით, ბუნებრივი მდგომარეობის ასეთი საზოგადოებრივი პორტრეტის ალტერნატივა არის სამოქალაქო მდგომარეობა, რომელზეც მოქალაქეები გადადიან საზოგადოებრივი ხელშეკრულების სახით და ნებაყოფლობით თანხმდებიან საკითხზე, რომ მათი ნება-სურვილი დაუმორჩილონ ე.წ. სუვერენს, რომელიც ამავდროულად აბსოლუტური ძალაუფლებით სარგებლობს.

ჯონ ლოკმა კი ბუნებრივ მდგომარეობაში ქაოსი და განუკითხაობა შეზღუდა მორალით და გარკვეული ბუნებითი კანონებით. ალტერნატივა ამგვარი მდგომარეობისა, ლოკთანაც არის სახელმწიფო ხელშეკრულება, მაგრამ ჰობსისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მმართველის ფუნქცია მკვეთრად შეზღუდულია – ადამიანები მას მხოლოდ გარკვეულ უფლებებს, კერძოდ, კანონის მიღების, კანონდამრღვევის დასჯისა და აგრესორის მოგერიების უფლებას გადასცემენ. ამასთან, ადამიანებს შეუძლიათ გაწყვიტონ ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მმართველი არ შეასრულებს თავის მოვალეობებს ან გადაჭარბებს უფლებამოსილებას. ლოკი ამგვარი ლიბერალიზმით ამსხვრევს ჯერ კიდევ კალიგულასეულ სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც მეფეები ღმერთები არაინ, ხალხები – პირუტყვები.


მარცხნივ – ჟან-ჟაკ რუსო, შუაში – ჯონ ლოკი, მარჯვნივ – თომას ჰობსი

ჰობსის მიერ აღწერილი ბუნებრივი მდგომარეობა გარკვეულ წილად ჰგავს დარვინის მიერ წარმოდგენილ ცხოველების ბუნებას, რის მიხედვითაც ყველა არსებას, თუ მუდამ არა, სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე მაინც უწევს ბრძოლა გადარჩენისათვის. ამასთან დარვინი მიიჩნევს, რომ ბუნების მიერ განხორციელებული გადარჩევა გაცილებით უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე ადამიანის.

ჰობსისა და ლოკის მსგავსად, სახელმწიფოებრივი მოწყობის მსჯელობების ასპარეზზე გამოდის ჟან-ჟაკ რუსო. ფრანგი ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ ბუნებამ ადამიანს იმდენი მისცა, რაც საჭიროა ადამიანის ბედნიერებისათვის. მხოლოდ სიჭარბე და ძლიერი სურვილი ამ სიჭარბისადმი იწვევს ადამიანის უბედურებას, რადგან უბედურება იმაში კი არაა, რომ რაღაცა გვაკლია, არამედ იმაში, რომ მისი მოთხოვნილება გვაქვს. ამიტომ წაიყვანს რუსო თავის ემილის სოფელში აღსაზრდელად, რათა დაუახლოვოს ბუნებას. ამის გათვალისწინებით, რუსოსთან ადამიანის ბუნება არის ფუნდამენტურად კეთილი. გარყვნა და დაცემა მაშინ იწყება, როცა იგი ხდება საზოგადოების ნაწილი. ამიტომ აკრიტიკებს იგი ჰობისა და ლოკის შეხედულებას ბუნებრივ მდგომარეობაზე და მას იმთავითვე საზოგადოებრივ მდგომარეობას უწოდებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსო ბუნებრივ მდგომარეობას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე საზოგადოებრივს, უბრალოდ იგი ცდილობს ბუნებრივი მდგომარეობის უფრო პოზიტიური სახეცვლილება დაგვიხატოს. რეალურად კი თავის ერთ-ერთ ნაშრომში – „საზოგადოებრივი ხელშეკრულება ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები", წერს: „ცხადია, სამოქალაქო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თმობს თავის ზოგიერთ უპირატესობას, რაც ბუნებიდან აქვს მიღებული, მაგრამ სამაგიეროდ, იგი გაცილებით უფრო ღირებულ უპირატესობას იძენს. მისი უნარები უფრო იხვეწება და ვითარდება, მისი იდეები უფრო ფართოვდება, მისი გრძნობები უფრო კეთილშობილი ხდება, იგი სულიერად იმდენად მაღლდება, რომ სალოცავად უნდა ჰქონდეს იმ ჟამის დადგომა, რომლმაც ერთხელ და სამუდამოდ გამოგლიჯა იგი ძველ მდგომარეობას და უგუნური, შეზღუდული ცხოველიდან მოაზროვნე არსებად, ადამიანად აქცია".

კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც შუა საუკუნეების ფილოსოფოსები ფართოდ განიხილავენ , არის საკუთრების უფლება. ჯონ ლოკთან ეს ცნება არის გაცილებით უფრო ფუნდამენტური და ჰობსისაგან განსხვავებით ის ადამიანებს ბუნებრივ მდგომარეობაშიც კი აქვთ. ამასთან დაკავშირებით, მიჩნეულია, რომ ჟან-ჟაკ რუსოს იდეები გარკვეულწილად იყო სოციალისტური მსოფლმხედველობის ფუძემდებელი, მასთან ადამიანი საკუთრების უფლებას თმობს ზოგადი ინტერესისათვის.

სულ ესაა. ამ სტატიით, შევეცადე მოკლედ წარმომედგინა ის ასპექტები და შეხედულებები, რომლებზე მსჯელობაც ძალზედ აქტუალური იყო შუა საუკუნეებშ
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 921 | დაამატა: balu | ტეგები: ფილოსოფიური სახელმწიფო მენეჯმენტი შ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.