Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ფინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების - "მშვიდობის სვასტიკა"
6:02 PM
ფინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების - "მშვიდობის სვასტიკა"
ერთ-ერთი სკანდინავიური ქვეყნის ქვეყნის - ფინეთის რესპუბლიკის,სამხედრო-საჰაერო ძალების სიმბოლოდ მიჩნეული და გამოყენებულია "სვასტიკა".აღნიშნული სიმბოლოს გამოყენება,სათავეს უძველესი პერიოდიდან იღებს ფინელ ხალხში და იგი ერთგვარად გამოხატავდა "ბედნიერებისა და მშვიდობის" სიმბოლოს იმ პერიოდში.1918 წლიდან კი აღნიშნული სვასტიკა ოფიციალურად აისახა ფინეთის სამხედრო საჰაერო ძალების გერბზე,დროშასა და თვითმფრინავებზე.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ეს მოვლენა დაფიქსირდა მაშინ,როდესაც ჰიტლერი ჯერ კიდევ არ იყო მოსული გერმანიის ხელისუფლების სათავეში და შესაბამისად არანაირი კავშირი მას ფაშიზმთან არ გააჩნდა.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,მოლაპარაკებების შედეგად ფინელებს აღნიშნული სვასტიკის გამოყენებაზე უარი უნდა განეცხადებინა,თუმცა რიგი მიზეზთა გამო ამაზე უარი განაცხადეს.1957 წელს,ფინეთის რესპუბლიკის რიგით მე-8 პრეზიდენტის ურჰო კალევა კეკონენის (1900-1986 წლები),მიერ "მშვიდობის სვასტიკა" (როგორც მას მოიხსენიებენ),ოფიციალურად იქნა დამტკიცებული (ზემოთ სურათზე მოყვანილი ფორმით) და იგი ფინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყველა საფრენ აპარატზე იქნა გამოსახული.გერმანული სვასტიკისაგან განსხვავებით,მას სრულად ვერტიკალური ფორმა აქვს.ფინეთის მთავრობა ირწმუნება,რომ ამ სვასტიკას არანაირი შეხება არ აქვს ფაშისტურ სვასტიკასთან და დღესაც ფართოდ გამოიყენება ფინურ სამხედრო-საჰაერო ძალებში.

ფინეთის სამხედრო-საჰაერო ძალებზე გამოსახული "მშვიდობის სვასტიკა":
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 882 | დაამატა: balu | ტეგები: pinetis samxedro sahaero zalebis dr, ფინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების - | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.