8:23 PM ფრანსისკო მასიას ნგემას ბიოგრაფიიდან... | |
ფრანსისკო მასიას ნგემა (1924-1979 წლები),წარმოადგენდა აფრიკული ქვეყნის - ეკვატორული გვინეას პირველ პრეზიდენტს (1968-1979 წლებში) და მიეკუთვნებოდა ფანგის ეთნიკურ ჯგუფს.იგი დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ და ექსცენტრიულ აფრიკელ დიქტატორად,რომლის მმართველობამაც ქვეყანა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კოლაფსამდე მიიყვანა.1969 წლიდან,ეკვატორულ გვინეაში დაიწყო ნგემას განუსაზღვრელი ძალაუფლების იურიდიულად დაკანონება.1970 წელს ქვეყანაში შემოღებულ იქნა ერთპარტიული მმართველობის სისტემა და მმართველ პოლიტიკურ ძალად იქცა "ერთიანი ეროვნლი მშრომელთა პარტია",სადაც გაწევრიანებული იყო (სავალდებულო წესით),ქვეყნის თითქმის ყველა სრულწლოვანი ადამიანი.მალევე კონსტიტუციაში შეტანილ იქნა ცვლილება,რომლის თანახმადაც ფრანსისკო მასიას ნგემა გახდა "სამუდამო პრეზიდენტი".გარდა იმისა,რომ იგი ქვეყნის პრეზიდენტი იყო,ამასთანავე სათავეში უდგა უშიშროების სამსახურს,შეიარაღებულ ძალებს და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო უწყებებს.მისი მმართველობის პერიოდში,ეკვატორული გვინეას 300 000 მოსახლიდან,50 000 შეეწირა რეპრესიებს,ხოლო 125 000-მა ადამიანმა თავი მეზობელ ქვეყნებს შეაფარეს (დრესდღეობით ეკვატორულ გვინეაში 650 000 ადამიანი ცხოვრობს).როდესაც ნგემეს სტატისტიკის სამსახურიდან მიაწოდეს დემოგრაფიის შესახებ კატასტროფული ცნობები,მან იჭვნეულად მიიღო იგი და ბრძანა სტატისტიკის ეროვნული ცენტრის დირექტორისათვის "კარგად ესწავლებინათ დათვლა".როდესაც ქვეყნიდან გადიოდა,იმისათვის რომ ქვეყანაში მისი გასვლით არ ესარგებლად,ბრძანებდა მოეწყოთ სასიკვდილო განაჩენების ღიად აღსრულება,რათა შიში დაენერგა მოსახლეობაში და არავის აზრად არ მოსვლოდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.მისივე ბრძანებით დაიხურა ყველა ბიბლიოთეკა და ქვეყანაში უმაღლეი განათლების მქონე მხოლოდ რამდენიმე ერთეული ადამიანი იყო შემორჩენილი.1976 წელს საჯაროდ იქნა სიკვდილით დასჯილი ეროვნული ბანკის დირექტორი,რამაც საბანკო სისტემის სრული კოლაფსი გამოიწვია და ამა რა თქმა უნდა ეკონომიკაზეც უდიდესი გავლენა იქონია.ნგემა მის უმთავრეს მტრად მიიჩნევდა - განათლებას,ინტელექუალიზმს და უცხო ქვეყნების კულტურის გავრცელებას.მანვე აკრძალა გაზეთების ბეჭდვა,ტიპოგრაფიის გამოყენება და გარდა ამისა ქვეყანაში აიკრძალა სიტყვა "ინტელექტუალის" ხსენება.1974 წელს დაიხურა ყველა სკოლა,რომელიც გახსნილი იყო კათოლიკური მისიების მიერ.გარდა ამისა ფაქტიურად აღარ ფუნქციონირებდა სახელმწიფო სკოლებიც.ეკვატორული გვინეა ბგემეს მმართველობის პერიოდში სრულიად იქნა დეგრადირებული.მოსახლეობას არ ჰქონდა შუქი,წყალი და სხვა ელემენტარული პირობები.ნგემემ განიზრახა სრული კონტროლი დაეწესებინა რელიგიაზე.მისივე ბრძანების საფუძველზე ყველა ტაძარში ნგემეს პორტრეტი უნდა ყოფილიყო გამოსახული.გარდა ამისა სასულიერო პირები,როლებიც საშინელ ტერორში იყვნენ მესის დროს შემდეგ სიტყვებს აცხადებინებდნენ მრევლისათვის: "არა არსებობს ღმერთი,გარდა მასიასია" ან "ღმერთმა შექმნა ეკვატორული გვინეა მასიასის დახმარებით,.რადგან მასიასის გარეშე ეკვატორული გვინეა არ იარსებებს".გარდა იმ 43 ტიტულისა,რომელიც ნგემეს ჰქონდა მინიჭებული,გააჩნდა კიდევ ორი ტიტული,რომლებიც ასე ჟღერდა: "განუმეორებელი საოცრება" და "განათლების,მეცნიერების და კულტურის - გროსმაისტერი".1979 წელს ნგემას დიქტატორული რეჟიმი სამხედრო გადატრიალების შედეგად,საკუთარმა ძმისშვილმა - თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგომ დაამხო.ნგემა დაკავებულ იქნა და სასამართლოს მიერ სიკვდილით დასჯა მიესაჯა 500 მკვლელობის განხორციელებისათვის.1979 წლის 29 სექტემბერს იგი დახვრეტილ იქნა. დღესდღეობით ფრანსისკო მასიას ნგემას სახელი,მეექვსე ადგილად არის შეტანილი იმ ათეულ დიქტატორთა შორის,რომლებმაც განუმეორებელი ზიანი მოუტანეს თავიანთ ქვეყნებსა და მოსახლეობას. | |
|