Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » ფრენბურთის შესახებ
8:40 PM
ფრენბურთის შესახებ
"ფრენბურთი" - გუნდური სპორტული სახეობების ერთ-ერთი ულამაზესი სახეობაა,რომელიც 1895 წელს გამოიგონა ამერიკული ქალაქის ჰოლიოკის მკვიდრმა,ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა - უილიამ მორგანმა.აღსანიშნავია,რომ მანვე ამ თამას თავდაპირველად "მინონეტი" უწოდა.1896 წელს კი პროფესორ ალფრედ ჰალსტედის ინიციატივით თამაშს "Volley - მფრინავი" უწოდეს და მას შემდეგ იგი მოიხსენიება როგორც "Volleyball" ანუ იგივე "ფრენბურთი".პირველად ფრენბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 1949 წელს,მამაკაცთა შორის ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდა,სადაც პირველი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი საბჭოთა კავშირის მამაკც ფრენბურთელთა გუნდი გახდა,ხოლო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები შესაბამისად ჩეხეთისა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებზე გადანაწილდა.ევროპის პირველი ჩემპიონატი მამაკაცთა შორის,იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარდა 1948 წელს,სადაც პირველი ევროპის ჩემპიონის ტიტული ჩეხეთმა მოიპოვა,ხოლო მეორე მესამე ადგილები საფრანგეთმა და იტალიამ დაიკავა.პირველად ფრენბურთი "ოლიმპიურ თამაშებზე" 1964 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი მამაკაცთა შორის საბჭოთა კავშირის ნაკრები გახდა,მეორე მესამე ადგილები კი ჩეხეთისა და იაპონიის ნაკრებებს ხვდათ წილად.ქალთა შორის კი ამავე ოლიმპიადაზე,პირველი ოლიმპიური ჩემპიონი იაპონიის ქალ-ფრენბურთელთა ნაკრები გახდა,მეორე მესამე ადგილები კი საბჭოთა კავშირისა და პოლონეთის ნაკრებებმა დაიკავეს.მამაკაცთა შორის ფრენბურთის მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებული აქვს საბჭოთა კავშირის ნაკრებს 6-ჯერ.ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები მამაკაცთა შორის მოგებული აქვს ასევე საბჭოთა კავშირის ნაკრებს 12-ჯერ.ხოლო ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებებია,რომელთაც 3-ჯერ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული.
ქალთა შორის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1952 წელს მოსკოვში ჩატარდა და გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ქალთა გუნდი გახდა.ხოლო პირველი ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის 1949 წელს პრაღაში გაიმართა,სადაც გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ქალთა გუნდი გახდა.აქამდე გამართულ 28 ქალთა ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი ოქროს მედალი საბჭოთა კავშირის ქალთა ნაკრებმა მოიპოვა (13-ჯერ).ქალთა შორის აქამდე გამართულ 17 მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ოქროს მედალი (5-ჯერ),ასევე საბჭოთა კავშირის ქალთა გუნდმა მიიღო.აქამდე ჩატარებულ 13 ოლიმპიურ თამაშებზე,სადაც იმართება საფრენბურთო მატჩები,ყველაზე მეტი ოლიმპიური ოქო აღებული აქვს საბჭოთა კავშირის ქალთა ნაკრებს 4-ჯერ,სამჯერ კი კუბის ქალთა ეროვნულ ნაკრებს.
1. საუკეთესო ფრენბურთელთა ბურთის ჩაწოდების სისწრაფემ შესაძლოა 130 კილომეტრ საათი შეადგენოს.
2. რეკორდი საფრენბურთო მატჩზე მაყურებელთა დასწრებისა,დამყარებულ იქნა 1983 წლის 19 ივლისს,ბრაზილიისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სტადიონზე 'მარაკანაზე" ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში ბრაზილიასა და საბჭოთა კავშირის მამაკაც ფრენბურთელთა შორის.აღნიშნულ მატჩს 96 500 მაყურებელი დაესწრო.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1023 | დაამატა: balu | ტეგები: fremburtis shesaxeb, ISTORIA, premburtis shesaxeb, fremburti, ფრენბურთის შესახებ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.