Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » ყავისფერი ხის გველი
10:02 PM
ყავისფერი ხის გველი
ოჯახი: ანკარასებრნი 
ქვეოჯახი: მცურავები 
გვარი: ბოიგა 
სახეობა: ყავისფერი ხის გველი
ქვესახეობები: უცნობია
მაქს. ზომა: 2.9 მეტრი
შხამის ხარისხი: სუსტად შხამიანი
გავრცელების არეალი: აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ავსტრალიის სანაპირო, პაპუა-ახალი გვინეა და კუნძულების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩრდილო-დასავლეთ მელანეზიაში.
საბინადრო გარემო: გვხდება ტყეებსა და ბალახოვან ადგილებში. ყველაზე ხშირად კი ვნახავთ ხეებზე, გამოქვაბულებში, ასევე ციცაბო კლდეებზეც, თუმცა ხშირად ჩამოდის ქვემოთ მიწაზე ღამე სანადიროდ. დღისით თავს აფარებს პალმის ხეს, ფუღურო მორებს, ქვის ნაპრალებს, გამოქვაბულებს და სახლების სახურავების ბნელ კუთხეებსაც კი. ადამიანებით დასახლებულ პუნქტებში ხშირად ჩანს ხოლმე. დიდი ზომის ინდივიდებს ხედავენ ნაგავშიც ხოლმე, სადაც ეძებენ საკვებს ისეთ პერიოდში როცა მის უკმარისობას განიცდიან.
გარეგნული აღწერილობა: ყავისფერი ხის გველი მიეკუთვნება ანკარასებრნი ოჯახში შემავალ გვარს ბოიგას, რომელიც ითვლის 25 სახეობას და რომლებსაც მოიხსენიებენ როგორც "კატის თვალა გველებად" მათი ვერტიკალური თვალების გუგების გამო. იგი არის გრძელი, წვრილი გველი, რომლის სხეული გათვლილია ხეებზე ცოცვისთვის. ეს გველი ცხოვრების დიდ ნაწილს ხეებზე ატარებს. მას ასევე აქვს ცუდი სახელის რეპუტაცია, რადგან იგი პასუხისმგებელია გუამში (კუნძული წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში) იქაური ფრინველების დიდი ნაწილის განადგურებაზე. ზოგიერთ ადგილებში, მაგალითად როგორიც არის გუამი ეს გველები იზრდებიან ჩვეულებრივზე (1 - 2 მეტრი) უფრო დიდები, რადგან ამ ადგილებში აღინიშნება სხვა მტაცებლების ნაკლებობა და საკვების დიდი რაოდენობა. რაც შეეხება შეფერილობას იგი დამოკიდებულია გველის საბინადრო გარემოზე - ზოგან გვხდება ვეფხვის მსგავსი ყავისფერი - მოწითალო ხაზებით სხეულზე, ზოგან მუქი ლაქებით, ზოგან კი თითქმის მოკლებულია ნახატს. გააჩნიათ სხეულთან შედარებით განიერი თავი და დიდი თვალები. პირში აქვთ მრავალი კბილი, მაგრამ მხოლოდ ზედა ყბის უკანა ნაწილში არის განთავსებული 2 შხამიანი კბილი, რომლებითაც შეყავთ შხამი კბენისას.
კვება: ყავისფერი ხის გველი კვების რაციონი საკმაოდ ფართოა. იგი იკვებება ფრინველებით, ხვლიკებით, ღამურებით, მღრღნელებით. გუამში იგი ნადირობს ფრინველებზე და ბიგასებრნი ოჯახის ძუძუმწოვრებზე. შეუძლია გაძლოს საკვების გარეშე საკმაოდ დიდი პერიოდი.
გამრავლება: რაც შეეხება გამრავლებას ამ გველებში, იგი ჯერ-ჯერობით არ არის კარგად შესწავლილი. ცნობილია, რომ მდედრი დებს 4 - 12 კვერცხს. დებს მათ ფუღურო მორებში, ქვების ნაპრალებში და სხვა ისეთ ადგილებში სადაც კვერცხები დაცული იქნება სიმშრალესა და მაღალი ტემპერატურისგან. მდედრებს შეუძლიათ დადონ კვერცხები ორჯერ წელიწადში, მაგრამ კვერცხების დადების პერიოდი დამოკიდებულია სეზონურ ამინდებზე და ნადავლის რაოდენობაზე. თუ კვერცხების ტარებისთვის პირობები ხელს არ უწყობს, მაშინ ყავისფერ ხილს გველს შეუძლია სპერმა შეინახოს და დადოს კვერცხები რამოდენიმე წელიწადში.
ცხოვრების წესი და ქცევა: არის ღამის გველი, დღისით თავს აფარებს მორებს და ჩდრილიან ადგილებს. კონფრონტაციის დროს ავლენს ძლიერ აგრესიას და ახორციელებს რიგ შეტევებს მოწინააღმდეგის მიმართ. ჭამის დროს ხშირად შემოხვევა ხოლმე მსხვერპლს, როგორც მახრჩობელები რათა შებოჭოს მსხვერპლი.
შხამი: ეს გველი უკანა შხამიანკბილებიანია ანუ მას შხამიანი კბილები ყბის უკანა ნაწილში აქვს განლაგებული, ამიტომ ადამიანზე კბენისას ვერ ხერხდება შხამის შეყვანა ნორმალურად, მხოლოდ მცირე ზომით. ამიტომაც ზრდასრული ადამიანისთვის ეს გველი საშიშროებას არ წარმოადგენს. შხამიანი კბილების განლაგება პირში გათვლილია ისეთ მსხვერპლზე, როგორიცაა მაგალითად ხვლიკი, რომელიც ადვილად აღწევს გველის ყბის უკანა ნაწილში. შხამს, რაც შეეხება, იგი არის სუსტი ნეიროტოქსინების შემცველი. ასევე აღინიშნება ციტოტოქსინებიც.
დამატებითი ცნობები: როგორც უკვე ითქვა ეს გველი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული მის საბინადრო გარემოში სადაც თითქმის არ ყავს მტაცებელი კონკურენტები და ფრინველები თითქმის განადგურების პირასაა მათ გამო, ამიტომაც ჩატარდა გამოძიებითი ხასიათის მქონე კვლევა, რომელიც გამოავლენდა მტაცებელს ამ გველისთვის რათა დაცული იქნას პოპულაციის კონტროლი. ამ გამოკვლევაში გამოვლინდა 2 რეალური და 55 შესაძლო მტაცებელი. ეს ორი რეალური მტაცებელი აღმოჩნდა წითელ-მუცელა შავი გველი და აგა , ცხოველი გომბეშოსებრთა ოჯახისა, რომელიც გამოირჩევა დიდი ზომით (25 სმ) და კანის ჯირკვლების გამონაყოფით, რომელიც შხამიანია). კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებრივ პირობებში ეს ორი მტაცებელი ნადირობს პირდაპირ ყავისფერ ხის გველზე, როცა სხვა 55 შესაძლო მტაცებელი იქნა განხილული, როგორც მტაცებლები, რომლებსაც ფიზიკურად შეუძლიათ გაანადგურონ იგი. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მიუხედავად წარმოდგენილი მტაცებლებისა, ეს ვერ გამოდგებოდა ეფექტურ მეთოდად ყავისფერი ხის გველის პოპულაციის გასაკონტროლებლად. ერთ-ერთი მიზეზი ამისა, კი ისაა, რომ ის 55 მტაცებელი ყავისფერი ხის გველის გარდა სხვა ცხოველების რიცხვსაც შეამცირებდა. ამ მეთოდის მეორე უარყოფითი მხარე კიდევ ისაა, რომ ყავისფერი ხის გველები დაიწყებდნენ ნადირობას პატარა აგებსა და წითელ-მუცელა შავ გველებზე, რადგანაც ისინი ოპორტუნისტი და ფართო რაციონის მქონე მტაცებლებია. კვლევამ დაადგინა, რომ ამ მტაცებლების წარმოდგენით გარემოსთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები გაიზრდებოდა. და ბოლოს, წითელ-მუცელა შავ გველები შეუქმნიდნენ პრობლემებს ადამიანის სიცოცხლესაც, რომლებიც არიან ძლიერ შხამიანები.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1271 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: ყავისფერი ხის გველი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.