Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 27 » ყვავილოვანი კომბოსტო – მკურნალი
7:59 PM
ყვავილოვანი კომბოსტო – მკურნალი
როგორც წესი, ყვავილოვანი კომბოსტო ერთ–ერთი ყველაზე ძვირფასი ბოსტნეულია. მასში არის ბევრი ცილა, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, ვიტამინები C, PP, B1, B2, B3. ის ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ, რაც დიეტურ კვებაში მეტად მნიშვნელოვანია. ექიმები მას რეკომენდებას უწევენ სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას, კუჭის წყლულისა და თორმეტ–გოჯა ნაწლავის, ქრონიკული გასტრიტის გამწვავების დროს (მაგრამ თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას ყვავილოვანი კომბოსტო, მასში არსებული დიდი რაოდენობით ცილების გამო, უნდა გამოირიცხოს).

შეგახსენებთ, რომ ახალი ყვავილოვანი კომბოსტოს 100 გრამში არის მხოლოდ 4 ქულა (კრემლის დიეტის მიხედვით), მოხარშულში კი – 3,5.

მთავარი ისაა, რომ მის მოსამზადებლად ცოტა დროა საჭირო. ყვავილოვანი კომბოსტოს გემო რომ უფრო ნაზი იყოს, საჭიროა მისი მოხარშვა მარილიან წყალში 10–15 წუთის განმავლობაში.

გთავაზობთ ყვავილოვანი კომბოსტოსაგან დამზადებული კერძების რამდენიმე რეცეპტს:

ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა

მასალად საჭიროა: 300 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, ლიმონი, მცენარეული ზეთი.

მომზადების წესი: მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტო მარილიან წყალში, დავტეხოთ ნაწილებად, დავუმატოთ ლიმონის წვენი და შევკმაზოთ ზეთით.

ყვავილოვანი კომბოსტო მწვანე ბარდით

მასალად საჭიროა: 300 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 200 გრამი დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 2 მოხარშული კვერცხი, 250 გრამი არაჟანი.

მომზადების წესი: მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტოს ნატეხები, ავურიეთ ბარდას, წვრილად დაჭრილ კვერცხს და ზემოდან მოვასხათ არაჟანი. მარილი მოვაყაროთ გემოვნებით.

გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო ხაჭოთი

მასალად საჭიროა: 200 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 100 გრამი ხაჭო, 2 კვერცხი, 100 გრამი ყველი.

მომზადების წესი: ყვავილოვანი კომბოსტო წვრილად დავჭრათ, ხაჭო ავსრისოთ, ყველი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ, დავუმატოთ კვერცხი. მასა ტაფაზე მოვათავსოთ და შევდგათ აირღუმელში 25 წუთის განმავლობაში.

ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზით

მასალად საჭიროა: 500 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 200 გრამ მაიონეზი.

მომზადების წესი: ყვავილოვანი კომბოსტოს ნატეხები მსუბუქად მოვხარშოთ მარილიან წყალში, დავაწყოთ ტაფაზე, დავასხათ მაიონეზი და შევდგათ აირღუმელში.

შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო

მასალად საჭიროა: 500 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 3 კვერცხი, 100 გრამი ყველი, 50 გრამი ნაღების კარაქი.

მომზადების წესი: ყვავილოვანი კომბოსტოს ნაწილაკები მოვხარშოთ მარილიან წყალში მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ თითოეული ამოვსვაროთ ათქვეფილ კვერცხში და ცხელ, ცხიმიან ტაფაზე მოვათავსოთ. შევწვათ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი და დავუმატოთ ნაღების კარაქი.

ყვავილოვანი კომბოსტო ქათმით

მასალად საჭიროა: 300 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 150 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 100 გრამი დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 1 სტაფილო, ოხრახუში, 100 გრამი მაიონეზი.

მომზადების წესი: მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტოს ნაწილაკები, სტაფილო და ქათმის ხორცი. სტაფილო და ქათმის ხორცი დავჭრათ კუბიკებად. ავურიოთ კომბოსტოსთან, ბარდასთან და შევკმაზოთ მაიონეზით. მოვრთოთ ოხრახუშით.

ბოლოკით

მასალად საჭიროა: 300 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 1 თავი ხახვი, 1 ცალი მჟავე კიტრი, ბოლოკი, მწვანილები, 100 გრამი არაჟანი.

მომზადების წესი: მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტო, დავტეხოთ წვრილ ნაწილებად, შევურიოთ წვრილად დაჭრილ ხახვს, მწვანილს, მჟავე კიტრს, გახეხილ ბოლოკს და მოვასხათ მაიონეზი.

კვერცხებით

მასალად საჭიროა: 300 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 2 მოხარშული კვერცხი, 2 ცალი სტაფილო, 1 კიტრი, ბოლოკი, 100 გრამი დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 200 გრამი არაჟანი.

მომზადების წესი: მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, დავჭრათ წვრილად, ავურიოთ დაჭრილ კიტრს, ბარდას, გახეხილ ბოლოკს და მოვასხათ არაჟანი. ზემოდან მოვაყაროთ მოხარშული დაჭრილი კვერცხი.

ყვავილოვანი კომბოსტოს სუპი

მასალად საჭიროა: 400 გრამი ხორცი, 500 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 2 ცალი სტაფილო, 2 თავი ხახვი, ოხრახუში, 2 ლიტრი წყალი.

მომზადების წესი: მოვხარშოთ წვრილად დაჭრილი ხორცი სტაფილოსა და ხახვთან ერთად.

მომზადებამდე 10 წუთით ადრე ბულიონში ჩავუმატოთ კომბოსტოს ნაწილაკები. მოვაყაროთ მწვანილი და მარილი – გემოვნებით.

სუპი

მასალად საჭიროა: 400 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 5 ცალი პამდორი, 100 გრამი გასუფთავებული კედარის წიპწიპო, ოხრახუში, 2 ლიტრი წყალი.

მომზადების წესი: მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტოს ნატეხები. პამიდორს დავასხათ მდუღარე წყალი, მოვაცილოთ კანი, გავხეხოთ და დავუმატოთ სუპს და კიდევ ვხარშოთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავუმატოთ წიპწიპო, მარილი – გემოვნებით.

მოამზადა მანანა კორძაძემ
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1100 | დაამატა: balu | ტეგები: ყვავილოვანი კომბოსტო – მკურნალი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.