Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ყველაზე დიდი "უპილოტო საჰაერო ბურთი"
6:54 PM
ყველაზე დიდი "უპილოტო საჰაერო ბურთი"
ყველაზე დიდი "უპილოტო საჰაერო ბურთი" - მსოფლიოში,შემუშავებულ იქნა - ამერიკული აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს "NASA"-ს მიერ და გაშვებულ იქნა 2002 წლის 25 აგვისტოს,კანადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან.იგი დამზადებულ იქნა პროგრამის LEE (Low Energy Electrons)-ის ფარგლებში და მის დანიშნულებას შეადგენდა,უკეთესად შეესწავლა ცვლილებები ატმოსფეროში.ამასთანავე გაეკეთებინა ახალი აღმოჩენები - "რენტგენულ ასტრონომიასა" და "ულტრაფიოლეტურ გამოსხივებებში".აღნიშნული უპილოტო საჰაერო ბურთის სრული წონა 690 კილოგრამს შეადგენდა,ხოლო მისი მოცულობა 1,7 მილიონი კუბური მეტრის ტოლ-სწორი გახლდათ.ჰაერში იგი 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდა,რა დროსაც მაქსიმალური სიმაღლე,რომელიც დააფიქსირა იყო 38,1, კილომეტრი,დედამიწიდან.მან სამჯერ შემოუფრინა ანტარკტიდის კონტინენტს და დაეშვა 660 კილომეტრის მოცილებით,გაშვების ადგილიდან.დოქტორი - პოლ ევენსონი,რომელიც აკონტროლებდა მის ყოველ მოძრაობას,მიიჩნევს,რომ ასეთი ფორმა კვლევებისა,საკმაოდ პერსპექტიული და ბევრად ეკონომიურია,ვიდრე "თანამგზავრის" გაშვება კოსმოსში.
კატეგორია: გამოგონებები | ნანახია: 970 | დაამატა: balu | ტეგები: ყველაზე დიდი უპილოტო საჰაერო ბურთი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.