9:21 PM ყველაზე ძვირადღირებული ავეჯის - ორი ეგზემპლარი | |
ყველასათვის ცნობილია,რომ ყოველივე ნივთს თავისი ფასი აქვს,მათ შორის "ავეჯსაც".არსებობს,როგორც იაფფასიანი "ავეჯი",ასევე ისეთი ფასის მქონე ავეჯი,რომელიც "უბრალო ადამიანისათვის",ყოვლად "მიუწვდომელია",რათა შეისყიდოს იგი.თუმცა აღსანიშნავია,რომ არსებობს "ავეჯის" ისეთი ნიმუშები,რომლებიც მართლაცდა "ხელოვნების ნიმუშებია".ასეთი "შედევრები" კი აუქციონებზე ძირითადად ცალკეულ ეგზემპლარებად იყიდება ... ყველასათვის ცნობილია,რომ ყოველივე ნივთს თავისი ფასი აქვს,მათ შორის "ავეჯსაც".არსებობს,როგორც იაფფასიანი "ავეჯი",ასევე ისეთი ფასის მქონე ავეჯი,რომელიც "უბრალო ადამიანისათვის",ყოვლად "მიუწვდომელია",რათა შეისყიდოს იგი.თუმცა აღსანიშნავია,რომ არსებობს "ავეჯის" ისეთი ნიმუშები,რომლებიც მართლაცდა "ხელოვნების ნიმუშებია".ასეთი "შედევრები" კი აუქციონებზე ძირითადად ცალკეულ ეგზემპლარებად იყიდება და მათი ფასი მილიონობით დოლარს აღწევს.ამ პოსტში მკითხველო,წარმოგიდგენთ "ავეჯის" იმ ორ ეგზემპლარს,რომელიც ოდესმე ყველაზე ძვირად გაყიდულა მსოფლიოში 1. "ბადმინტონი" - წარმოადგენს ეგრეთწოდებულ კაბინეტის ბიუროს,რომელიც დამზადებულ იქნა XVIII საუკუნის შუა ნახევარში,ფლორენციაში.იგი სპეციალურად იქნა დამზადებული ახალგაზრდა ბოფორსკელი ჰერცოგის,რეზიდენციისათვის.აღნიშნული "შედევრის" დამზადება რამდენიმე წელი გრძელდებოდა და იგი შექმნილ იქნა ტოსკანელი ჰერცოგის სახელოსნოში.მასზე 13 სხვადასხვა პროფესიის ოსტატი მუშაობდა და მასში შერწყმულია,როგორც არქიტექტურული,ასევე სკულპტურული და ფერწერული ულამაზესი ელემენტები.სიმაღლით "ბადმინტონი" 3,8 მეტრია,ხოლო სიგანით 2,28 მეტრი.მასზე გამოსახულია ფრინველები,ყვავილები და სხვა გამოსახულებები.იგი დამზადებულ იქნა კედარის ხისაგან.მის შესამკობად კი გამოყენებულ იქნა "ამეთვისტოს" პანელები.ზემოთ განთავსებული ქანდაკებები გამოსახავენ წელიწადის ოთხ დროს.1990 წლამდე იგი დაცული იყო ბოფორსკის ჰერცოგების რეზიდენციაში,მანამდე,სანამ იგი 15 მილიონ დოლარად არ შეისყიდა - ბარბარა პიასეკა ჯონსონმა,თუმცა 2004 წელს,შედევრი - "ბადმინტონი",შესყიდულ იქნა ჰანს-ადამ II-ის მიერ (ლიხტენშტეინის თავადი),37 მილიონ ამერიკულ დოლარად. 2. მეორე ადგილი ნუსხაში დაიკავა,ერთ-ერთი უიშვიათესი ჯიშის - "წითელი ხით" დამზადებულმა მაგიდამ,რომლის ავტორიც გახლავთ,იმ პერიოდის საუკეთესო ინგლისელი ოსტატი - ჯონ ჰოდარა,რომელმაც აღნიშნული "შედევრი" შექმნა 1760 წელს.მისი შეძენის სურვილს დამზადების დღიდანვე უამრავი კოლექციონერი თუ ბიზნესმენი გამოთქვამდა და საბოლოოდ გაიყიდა კიდეც "ზღაპრულ ფასად".მასში 1989 წლის 3 ივნისს,უცნობა მყიდველმა არც მეტი და არც ნაკლები 12 მილიონ ასი ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა. | |
|