Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » ყველაზე ძვირადღირებული საფოსტო მარკა - "ბრიტანული გვიანა"
8:09 PM
ყველაზე ძვირადღირებული საფოსტო მარკა - "ბრიტანული გვიანა"
"ბრიტანული გვიანა" - ინგლისურ ენაზე "British Guiana",მას ასევე მოიხსენიებენ,როგორც - "ბრიტანული ვარდისფერი გვიანა".იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უიშვიათეს უნიკუმს,ერთ ცენტიანი საფოსტო მარკისა,რომელიც გამოცამულ იქნა 1856 წელს გრიტანულ გვიანაში (თანამედროვე გაიანა) შეზღუდული რაოდენობით და ამ მცირე ტირაჟისაგან,დღევანდლამდე,მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარია შემორჩენილი.ფილატელისტებმა და კოლექციონერებმა,აღნიშნულ უნიკუმს სახელად "ფილატელიის პრინცესა" უწოდეს."ბრიტანული გვიანა" - რვაკუთხა ფორმისაა და არ შეიცავს პერფორაციას.დაბეჭდილი გახლავთ ტიპოგრაფიული მეთოდით,შავი საღებავით წითელ ქაღალდზე.საფოსტო მარკის ცენტრში გამოსახულია სამანძიანი ნავი,რომელზეც ლათინურ ენაზე წერია დევიზი "Damus Petimus Que Viccisim",რაც თარგმანით აღნიშნავს - "გავცემთ,თუმცა იმედია დავიბრუნებთ".გარდა ამისა მასზე გამოსახულია ერთ-ერთი ინგლისელი საფოსტო ჩინოვნიკის - ედუარდ უაიტის ინიციალები (EDW).ასევე მასზე ძალიან მკრთალი სახით გამოსახულია "DEMERARA AP.4.1856".სულ არნიშნული საფოსტო მარკა სამ სტანდარტულ სერიად იქნა გამოცემული,რომელთაგან ერთი გახლდათ 1 ცენტის ნომინალის,ხოლო ორი გამოშვება 4 ცენტის ნომინალის ღირებულების.დღესდრეობით კი მათგან მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ერთი ცენტის ნომინალის ღირებულების ეგზემპლარია შემორჩენილი.აღნიშნული მარკა კი 1873 წელს,აღმოჩენილ იქნა 12 წლის შოტლანდიელი სკოლის მოსწავლის - ვერონ ვოგანის კიერ,გაიანას ქალაქ დემერარაში,ბიძის წერილების ნახვის დროს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ საფოსტო მარკების კატალოგში იგი მოხსენიებული არ იყო.ნახვიდან რამდენიმე დრეში მან "ბრიტანული გვიანა" გაყიდა,ნაცნობ კოლექციონერზე მაკ-კინონზე,სულ რამდენიმე შილინგად (დაახლოებით 2,5 დოლარად).მოგვიანებით მარკა,მაკ-კინონის სხვა კოლექციასთან ერთად,ლივერპულელი ვაჭრის - ტომას რიდპათის კოლექციაში მოხვდა.მანვე იგი 150 გირვანქა-სტერლინგად ბარონ ფილიპ ფონ ფერარს მიჰყიდა.სწორედ ამის შემდგომ გახდა "ბრიტანული გვიანა" ცნობილი საფოსტო მარკა ფილატელისტებისათვის და შესაბამისად მისი ფასიც მაღლა აიწია.ფერარის გარდაცვალების შემდგომ,მისი კოლექცია გადაეცა ბერლინის მუზეუმს,თუმცა მალევე კონფიკირებულ იქნა საფრანგეთის მიერ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ.1921-1925 წლებში "ბრიტანული გვიანა" თოთხმეტჯერ იქნა გაყიდული აუქციონებზე.1940 წელს იგი კვლავ იქნა გაყიდული უცნობ პერზე და ამჯერად 42 000 დოლარად.მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი მფლობელის ვინაობა და იგი გახლდათ ამერიკელი მილიონერი ფრედერიკ სმოლი.1970 წლის 24 მარტს,"ბრიტანული გვიანა" შეისყიდა პენსილვანიელ ინვესტორთა სინდიკატმა - ირვინ ვეინბერგის ხელმძღვანელობით 280 000 ამერიკულ დოლარად.თუმცა 1980 წელს,იგი კვლავ იქნა გაყიდული და შეყიდულ იქნა ჯონ დიუპენის მიერ 935 000 დოლარად.დღვანდელ დრემდე 'ბრიტანული გვიანა",როგორც ვარაუდობენ დაცული უნდა იყოს ერთ-ერთ ბანკის სეიფში,რადგან მის მეპატრონეს მოგვიანებით მკვლეობისათვის 30 წლიანი ციხე მიუსაჯეს."ბრიტანული გვიანას" ფასი დღესდღეობით ყველაზე დიდია და შესაძლოა ითქვას,რომ მისი მფლობელი ერთ-ერთი უძვირფასესი საფოსტო მარკის მფლობელია.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ "ბრიტანული გვიანას" ფასი 3 მილიონი ამერიკული დოალრის ტოლია და იგი ამ მხრივ ბევრად აღემატება ისეთი საფოსტო მარკების ფასს,როგორებიცაა - "შავი პენი","ტრე სკილინგ ყვითელი" და სხვა
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 990 | დაამატა: balu | ტეგები: saposto markebi, ყველაზე ძვირადღირებული საფოსტო მარკ, zviradgirebuli, safostomarkebi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.