Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » ყველაზე მეტი ცათამბჯენის მქონე ქალაქები
8:34 PM
ყველაზე მეტი ცათამბჯენის მქონე ქალაქები
1. მსოფლიოს უმაღლეს ნაგებობათა ნუსხაში,თავისი ადგილი დაიკავა ჩინეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ქალაქმა ჰონგკონგმა.აღნიშნული ქალაქი 7 097 600 მაცხოვრებლისაგან შედგება და ამ უდიდეს მეგაპოლისში სულ 43 ნაგებობაა,რომელთა სიმაღლე 200 მეტრი და კიდევ უფრო მეტი სიმაღლის მქონეა.აღსანიშნავია ისიც,რომ მსოფლიოში არსებული 15 უმაღლესი შენობა-ნაგებობიდან,4 ჰონგკონგშია განთავსებული.


2. აღნიშნულ ნუსხაში,ამერიკის "ქარის ქალაქად" წოდებული და ამ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობით მესამე უდიდესი ქალაქი - ჩიკაგოც მოხვდა,სადაც მოსახლეობა 2 833 321 ადამიანისაგან შედგება.აგლომერაციაში კი 9 785 244 ადამიანი ცხოვრობს.ამ უდიდეს ქალაქში სულ 19 ნაგებობაა,რომელთა სიმაღლე 200 და მეტი მეტრია.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჩიკაგოში ცათამბჯენები 1885 წლიდან იგება.მსოფლიო ოც უმაღლეს ცათამბჯენს შორის,3 ნაგებობა სწორედ ჩიკაგოშია განთავსებული.ამასთანავე ცნობილია ისიც,რომ დღევანდლამდე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე,ყველაზე მაღალი ნაგებობა ჩიკაგოშია აგებული.


3. აღნიშნულ სიაში ასევე მოხვდა,ჩინეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისი შანხაი,რომელსაც მრავალ ზედსახელთან ერთად მოიხსენიებენ,როგოც "აღმოსავლეთის დედოფალი".მდინარე ინძზე აგებულ შანხაიში სულ 25 ნაგებობაა,რომელთა სიმაღლე 200 მეტრს აჭარბებს.მათ შორის 468 მეტრი სიმაღლის მქონე ცნობილი სატელევიზიო ანძაცაა.შანხაის მოსახლეობის რაოდენობა,აგლომერაციის ჩათვლით შეადგენს 24 632 000 ადამიანს.


4. ამერიკის შეერთებული შტატების მეგაპოლისი,რომლის ზედსახელიც გახლავთ "დიდი ვაშლი" - ნიუ-იორკი,სრულიად დამსახურებულად მოხვდა ამ სიის წამყვან ხუთეულში,რადგან ამ უდიდეს ქალაქში 47 ნაგებობაა,რომელთა სიმაღლე 200 მეტრი და კიდევ ურო მეტია.მათ შორის 4 ნაგებობა 1930-იან წლებში იქნა აგებული,თუმცა ორი ნაგებობა 2001 წლის 11 სექტემბრის საშინელ ტერაქტს ემსხვერპლა.აღსანიშნავია ისიც,რომ ნიუ-იორკი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქადაა ცნობილი და იქ მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 6 884 ადამიანს შეადგენს 2010 წლის მონაცემებით.სულ კი მოსახლეობის რაოდენობა ნიუ-იორკში 8 363 710 ადამიანია.


5. ყველაზე მეტი ცათამბჯენის მქონე ქალაქთა ნუსხაში მოხვდა,"ამომავალი მზის ქვეყანად" წოდებული იაპონიის დედაქალაქი - ტოკიო,რომელსაც ზოგადად მსოფლიოს ოთხ ყველაზე გავლენიან "გლობალურ ქალაქთა" შორისაც მოიხსენიებენ.აღნიშნული ქალაქის მოსახლეობა 13 051 965 ადამიანს შეადგენს,აგლომერაციების ჩათვლით კი 32 000 000 ადამიანს.ამ მაჩვენებლით ტოკიო დედამიწაზე,ყველაზე მეტი მაცხოვრებლის მქონე ქალაქია.ტოკიოში სულ 15 ნაგებობაა,რომელთა სიმაღლე 200 და მეტი მეტრია.აღსანიშნავი და საინტერესოა ის ფაქტიც,რომ ტოკიოში მაცხოვრებელი ადამიანების გარკვეული და საკმაოდ დიდ რაოდენობა,მსოფლიოს სხვა ქალაქების მაცხოვრებლებთან შედარებით,ყველაზე ფართოდ იყენებს გადასაადგილებელ სატრანსპორტო საშუალებად,"ვერტმფრენებს",რადგან ტოკიოს ქუჩები ძლიერ არის გადატვირთული ავტომობილებით.

P.S. გარდა ზემოთ აღნიშნული ხუთი ქალაქისა,სიაში ასევე მოხვდნენ ისეთი უდიდესი ქალაქები,როგორებიცაა - სინგაპური,ტორონტო,კუალა-ლუმპური,შენჩჟენი,სეული,სან-პაულუ,სიდნეი,ფრანქფურტი,დუბაი და სიეტლი.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1137 | დაამატა: balu | ტეგები: didi catambjenebi, ყველაზე მეტი ცათამბჯენის მქონე ქალა, catambjenebi s mqone qalaqebi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.