Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ყველაზე მზიანი ადგილი დედამიწაზე
9:20 PM
ყველაზე მზიანი ადგილი დედამიწაზე
"დედამიწაზე ყველაზე მზიან ადგილად" - მიჩნეულია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი - იუმა (არიზონას შტატის უდაბნო),სადაც წელიწადის 365-366 დღიდან 318 დღე მზიანია.წელიწადში შესაძლო 4456 "მზის საათიდან" ამ ქალაქში 4050 საათი მზიანია,რაც 91%-ს შეადგენს დროისა,როდესაც მზე ჰორიხონტზეა.ამ მიზეზის გამო - ქალაქი იუმა,რომელშიც 90 041 მაცხოვრებელი ცხოვრობს,"გინესის რეკორდების წიგნშიც" კი მოხვდა,როგორც ყველაზე მზიანი ადგილი დედამიწაზე.აღნიშნულ ქალაქში უდაბნოს ტიპის კლიმატია და განსაკუთრებული სიცხე ზაფხულის პერიოდშია.1995 წლის 28 ივლისს,იუმაში დაფიქსირდა +51გრადუსი ტემპერატურა,რაც ამ ქალაქისათვის სარეკორდოა.საშუალო ტემპერატურა კი შეადგენს +30-40 გრადუსს.აღსანიშნავია,რომ ამავე ქალაქში ზამთარიც თბილია და 0 გრადუს ქვემოთ ტემპერატურა ფაქტიურად არასოდეს ჩამოდის.ერთადერთი შემთხვევა,როდესაც ტემპერატურა -11 გრადუსამდე დაეცა,გახლდათ 2007 წლის იანვრის თვე და ეს ტემპერატურა ქალაქში შენარჩუნებული იყო 2 საათის განმავლობაში.ცნობისათვის,ქალაქ იუმადან გახლდათ ერთ-ერთი ცნობილი,ამერიკელი "ადამიანის უფლებების დამცველი" და "ეროვნული გმირი" ამერიკის შეერთებული შტატებისა - სესარ ესტრადა ჩავესი (1927-1993 წლები).
კატეგორია: ბუნება | ნანახია: 1007 | დაამატა: balu | ტეგები: yvelaze mziani adgili dedamiwaze, ყველაზე მზიანი ადგილი დედამიწაზე, yvelaze cxeli adgili | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.