5:21 PM ყველაზე სასტიკი კაციჭამია ცხოველები | |
ყველაზე მსხვილი და ძლიერი მტაცებელი ცხოველები გარკვეულ სიტუაციებში ხშირად აღიქვამენ ადამიანს მორიგ საკბილოდ, თუმცა არსებობს ისეთი იშვიათი შემთხვევებიც, როცა ცხოველს ჩვენი ხორცი ურჩევნია სხვა ნებისმიერ საკვებს. ქვემოთ მოყვანილი სია მოიცავს 10 ყველაზე ცნობილ და საზარელ შემთხვევას მსგავსი მოვლენებიდან ტანზანიელი ლომები. ეს მოხდა 1932 წელს, ტანზანიის ქალაქ ნიომბეში. კანიბალი ლომების ჯგუფმა ადამიანების ხოცვითა და მათ სხეულებზე ნადიმობით ადგილობრივი ტომები პანიკაში ჩააგდო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ლომებს მართავდა ჯადოქარი ექიმი მატამულა მანგერა, რომელიც ამ გზით შურს იძიებდა იმის გამო, რომ მისი მომსახურება აღარ ისურვეს. ლომებზე ლაპარაკსაც კი ვეღარ ბედავდნენ, ეგონათ, რომ ესეც საფრთხეს მოუტანდათ. ტომის რამდენიმე წევრი ბელადთან მივიდა და მატამულას დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ მან უარი უთხრა. ერთ-ერთმა მონადირემ, ჯორჯ რეშბიმ იარაღი აიღო და 15 ლომი მოკლა, რამაც დანარჩენები დააფრთხო და იქაურობას გაშორდნენ. თუმცა ადგილობრივებს სჯეროდათ, რომ მშვიდობის დამყარება ბელადის საბოლოოდ დარწმუნების გამო მოხდა, დაებრუნებინათ ექიმი თავის ადგილას. თხუთმეტი წლის განმავლობაში ლომებმა დაახლოებით 1500 ადამიანი იმსხვერპლეს, ზოგი მონაცემით 2000-მდე. ორთითა ტომი. დღეს უკვე ძნელია იმის თქმა, ამ ამბავთან დაკავშირებული მოსაზრებიდან რომელია რეალობა და რომელი სიცრუე. ეს უზარმაზარი ალიგატორი 20-იან წლებში ატერორებდა ალაბამა-ფლორიდის მიდამოებს, ჭაობიან ტერიტორიებს. სახელი იმის გამო ეწოდა, რომ ერთხელ რკინის მახიდან თავის დახსნისას მარცხენა თათზე ორი თითი დაკარგა. სიგრძეში 4,5 მეტრი იყო და ხალხი ირწმუნებოდა, რომ ეს ჩვეულებრივი ალიგატორი კი არ იყო, არამედ ჯოჯოხეთიდან მათ შესაშინებლად გამოგზავნილი დემონი. ტომმა სახელი გაითქვა ძროხების, დედალი ცხენებისა და რა თქმა უნდა, ადამიანების შესანსვლით. განსაკუთრებით ქალებს ეტანებოდა, როცა ტანსაცმლის გასარეცხად მდინარესთან მიდიოდნენ. ბევრმა ფერმერმა სცადა მისი მოკვლა, მაგრამ ტყვიები ვერაფერს აკლებდა. ერთ-ერთი მათგანი 20 წელი დასდევდა ტომს. ერთხელაც 15 დინამიტი შეკრა, ცეცხლი მოუკიდა და ტბაში ისროლა, რის შემდეგაც სიმშვიდემ დაისადგურა. აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ტბაში ყველა ცოცხალი არსება განადგურდა. თუმცა ცოტა ხანში ფერმერმა საშინელი ყვირილი გაიგო და ხმას რომ მიყვა, ტომი დაინახა, რომელმაც თავისი ცეცხლოვანი თვალები შეანათა და შემდეგ ჩაყვინთა. ყვირილის მიზეზი მოგვიანებით გაირკვა, როცა ტბასთან ფერმერის ნახევრად შეჭმული ქალიშვილი იპოვეს. ამის შემდეგ თითქოს ყველაფერი დამთავრდა და მსხვერპლიც აღარ იყო, მაგრამ ხალხი ისევ ყვებოდა, რომ ტომი დაინახეს, მისი ღრიალი ყოველ დილას ესმოდათ. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ 20-იან წლებში მობინადრე ალიგატორი 80-იანებშიც იხილა ზოგმა. რადგანაც ორი თითი აკლდა, მისი ამოცნობა ადვილი იყო. აფეთქების შემდეგ ათეულობით წლების განმავლობაში მონადირეთა ბევრი რაზმი ეძებდა ცოცხალ ლეგენდას, მაგრამ ტომი ვერასდროს იპოვეს. | |
|