6:36 PM ყვეთელ თავიანი გველი | |
ოჯახი: ასპიტისებრნი გვარი: Demansia სახეობა: ყვეთელ თავიანი გველი ქვესახეობები: არსებობს მაქს. ზომა: 1.2 მეტრი შხამის ხარისხი: სუსტად შხამიანი გავრცელების არეალი: ავსტრალია. საბინადრო გარემო: ფართოდ არის გავრცელებული ავსტრალიის კონტინენტზე. არ გვხდება მხოლოდ ალპურ რეგიონებში, ჭაობებსა და ტროპიკულ ტყეებში. უპირატესობას ანიჭებს გახსნილ მდელოებს და ბალახოვან ადგილებს. იმალება მორების, ქვების ქვეშ, ხანდახან კურდღლების სოროებში. გარეგნული აღწერილობა: ყვეთელ თავიანი გველი არის გრძელი, წვრილი გველი ნაცრისფერ ან ღია ყავისფერ ფერში. ცხვირი მომრგვალებული აქვს. გააჩნია თვალში საცემი ნიშანი თვალთან, რომელიც გასდევს ცხვირამდე და არის ყვითელი ფერის შავი ხაზით. საშუალო ზომაა 80 სმ, თუმცა შეუძლია მიაღწიოს 1.2 მეტრამდე. კვება: იკვებება ძირითადად ხვლიკებით, იშვიათად ქვეწარმავლების კვერცხებით და ბაყაყებით. გამრავლება: არის კვერცხმდები. ახალშობილების საშუალო ზომაა 17 სმ. ამ გველებში აღინიშნება კომუნალური კვერცხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რამოდენიმე მდედრი ერთ ბუდეში დებს კვერცხს. შეწყვილების პერიოდი გაზაფხულზე ეწყებათ. ორივე სქესი სექსუალურად მწიფდება 20 თვის შემდეგ. მდედრები 2 წლის ასაკში დებენ კვერცხებს. კვერცხების რაოდენობა ერთ დადებაზე არის მიახლოებით 4 - 9. ცხოვრების წესი და ქცევა: აქტიურია დღისით. მოძრაობს ძალიან სწრაფად. უყვარს ნადირობა ზაფხულის ცხელ დღეებში. პროვოცირების დროს ცდილობს გაიქცეს. შხამი: ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება მისი შხამის შესახებ, მხოლოდ ის, რომ ეს სახეობა არ ითვლება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ გველად, თუმცა მის ნაკბენს შეუძლია გამოიწვიოს ადგილობრივი ტკივილი და დისკომფორტი. | |
|