Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » ყვითელთვალება პინგვინი
6:27 PM
ყვითელთვალება პინგვინი
ყვითელთვალება, ანუ შესანიშნავი პინგვინი (Megadyptes antipodes), ზელანდიის სანაპიროზე მცხოვრები პინგვინების 4 ჯიშის ერთ-ერთი წარმომადგენელია, Megadyptes-ის ჯიშის ერთადერთი შემორჩენილი სახეობა და დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი პინგვინი. მსოფლიო პოპულაცია შესდგება 1500 წყვილისგან, საიდანაც 500 – ახალი ზელანდიის სანაპიროზე მრავლდება, დანარჩენი კი ახლოს მდებარე კუნძულებზე.ყვითელთვალება პინგვინი, საშუალო ზომის პინგვინია, შავი კეფათ, იგივე ფერის ზურგით და თეთრი მუცლით. სახეზე, თვალის გასწვრივ გადის ყვითელი ფერის ზოლი, რომელიც მხოლოდ ზრდასრულ ფრინველებს აქვთ. მაორის ტომების ენაზე, მისი სახელი გამოითქმევა როგორც ”ჰოიჰო”, რაც ”ხმაურის შემქნელს” ნიშნავს.
 70-75 სანტიმეტრის სიმაღლის პინგვინი იწონის 5-6 კგ-ს, ბუმბულის ცვლის დროს კი მისი წონა 8-9 კილოგრამამდე იზრდება. ამ დროს, ფრინველების ნორმალურად წყალგაუმტარი ბუმბული წყალს ატარებს.გამრავლების პერიოდში, რომელიც აგვისტოში იწყება, ფრინველები ჰქმნიან სამუდამო წყვილებს. ახალი პარტნორის ძებნა წყვილიდან რომელიმე პინგვინის დაღუპვის შემთხვევაში იწყება. კვერცხების დადების დროს (როგორ წესი დედალი 1-2 კვერცხს დებს), პინგვინების წყვილი სანაპიროდან 1 კილომეტრის დაშორებით, კუნძულის ტყეში მიდის. რიგრიგობით, მშობლები კრუხობენ კვერცხებს და ენაცვლებიან ერთმანეთს ჭამის დროს. ასე გრძელდება 39-51 დღის განამვლობაში, ბარტყების გამოჩეკვამდე. გამოჩეკვის მერე, პირველი 40-45 დღის განმავლობაში ერთ-ერთი მშობელი ყოველთვის რჩება ბარტყებთან. შემდეგ პატარა პინგვინები დღისით მარტონი რჩებიან, სანამ მშობლები საჭმლის მოსატანად გადიან და ღამით ბრუნდებიან. ასე გრძელდება 2 წლამდებარტყები დაფარულნი არიან სქელი, ყავისფერი ბუმბულით.  პინგვინები იკვებებიან თევზით და კალმარებით , რისთვის 130 მეტრის სიღრმეზე ყვინთავენ. დღის განმავლობაში ამ პროცედურის 200ჯერ გამეორება შეუძლიათ.
ბუნებაში, მათი სიცოცხლის ხანგრძლიობა შეადგენს 10-12 წელს, ტყვეობაში კი ხშირად 20 და მეტი წლის ასაკს აღწევენ.
ჰოიჰოს ერთადერთი მტერი არის ზვიგენი.

პინგვინების მცირე რაოდენობაზე მკვეთრად იმოქმდება 2004 წლის ამოუცნობმა ეპიდემიამ, რომლის შედეგად, ნახევარკუნძულ ოტაგოზე ბარტყების 2/3 დაიღუპა. იგივე, ოღონდ შედარებით მცირე მასშტაბებით მოხდა სტიუარტის კუნძულზე.
ყვითელთვალება პინგვინი გამოსახული არის ახალი ზელანდიის 5 დოლარიანი ბანკნოტის მეორე მხარეს.

კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 868 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: ყვითელთვალება პინგვინი | რეიტინგი: 4.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.