10:12 PM რატომ კვნესიან ქალები სექსის დროს? | |
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა იმის დადგენა, თუ რატომ კვნესიან ქალები საწოლში. კვლევაში რვაასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილება და გამოიკითხა 18-დან 50 წლამდე ქალბატონები. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალების მიერ სექსის დროს „აღმოხდენილი" ხმები იმისთვისაა, რომ პარტნიორი ორგაზმამდე მიიყვანოს. კვლევის მონაწილეთა 66%-მა აღიარა, რომ სექსის დროს იმიტომ კვნესის, პარტნიორს ორგაზმის მიღწევაში დაეხმაროს. 87%-ს „უწევს" სექსი დროს კვესა, იმიტომ, რომ მამაკაცს თავი შემდგარ პიროვნებად აგრძნობინოს. 30% იმიტომ კვნესის, რომ გადაფაროს ის ტკივილები, რომელიც ხშირად ახლავს სექსს, ან მოწყენილობა დაფაროს. მკვლევარები მიჩნევენ, რომ საწოლში კვნესის სწორად შერჩეულმა სტრატეგიამ ქალის სექსუალურ ცხოვრებაში შესაძლოა დიდი წვლილი შეიტანოს. კვლევის ავტორთა მტკიცებით, დროთა განმავლობაში ქალები სწავლობენ საკუთარ სექსუალურ მოთხოვნებს და კვნესის მეშვეობით შეუძლიათ აგრძნობინონ პარტნიორს, თუ რა ანიჭებს მას სიამოვნებას და რა არა. მკვლევარები ურჩევენ ქალბატონებს, რომ არ იყვნენ საწოლში ჩუმად, ვინაიდან კვნესის საშუალებით ისინი სექსის დროს პარტნიორს ელაპარაკებიან და მოუწოდებენ, „შეჩერდეს" ან „გააგრძელოს". ან უბრალოდ კარგი სექსუალური პარტნიორის მიმართ გამოხატონ მადლიერება. | |
|