5:44 PM რეალისტური რობოტიზირებული ხელი | |
ყველა იმ წარმოუდგენელ მიღწევასთან ერთად, რომლებსაც თანამედროვე რობოტები გვიჩვენებენ, მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ბევრი რამ. კერძოდ, მათი მოძრაობები ჯერ კიდევ ძალიან მექანიკური და არაბუნებრივია, ადამიანებამდე მანქანებს ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ. ახალი გარღვევა გააკეთეს გერმანულ აეროკოსმოსურ ცენტრთან არსებული რობოტოტექნიკისა და მექატრონიკის ინსტიტუტის ინჟინრებმა, მათ დღეისათვის ყველაზე სრულყოფილი რობოტიზირებული ხელი ააგეს. მის კონსტრუქციაში 38 ბაგირისგან შემდგარი მთელი ქსელია, რომელთაგან თითოეული ინდივიდუალურ ძრავამდეა მიყვანილი. ეს მანქანას თავისუფლების 19 თანრიგს უხსნის, მხოლოდ ერთით ნაკლებს, ვიდრე რეალურ ხელს აქვს, აგრეთვე შესაძლებლობას აძლევს ძლიერ დარტყმებს გაუძლოს; ძრავები ბაგირების დაჭიმვას არეგულირებენ და მექანიკურ ზემოქმედებას შთანთქავენ. მაგალითად, გამოცდისას ხელმა 66g აჩქარების დარტყმას გაუძლო. მნიშვნელოვან როლს მასალაც ასრულებს, რომლისგანაც ბაგირია დამზადებული — პოლიეთილენის ბოჭკოები Dyneema, უფრო ელასტიურნი არიან, ვიდრე არსებული ანალოგები. და ბოლოს, ყველაზე მთავარი. თითოეული თითის წვერში 30 ნიუტონის ძალა წარმოიქმნება, რაც ხელს თავის კლასში ერთ-ერთ ყველაზე უმძლავრესად აქცევს. | |
|