11:02 PM რეიმონდ დაგლას ბრედბერი - "ეპიზოდი" | |
გენიალური ამერიკელი მწერალი და ავტორი,გახმაურებული რომანისა - "451 გრადუსი ფარენჰეიტით" - რეიმონდ დაგლას ბრედბერი (1920-2012 წლები),უღარიბესი ოჯახის შვილი იყო და შესაბამისად სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელება,ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხა.ამ მოვლენის შესახებ კი მოგვიანებით,გულნატკენი რეი ბრედბერი აცხადებდა: "როდესაც 19 წლის გავხდი,მიუხედავად ჩემი უდიდესი სურვილისა,ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოვახერხე ჩამებარებინა კოლეჯში: მე ხომ წარმომავლობით,საკმაოდ ღარიბი ოჯახიდან გახლდით გამოსული.ფული ოჯახს არ გააჩნდა და ერთადერთი საშუალება,საიდანაც განათლების მიღება იყო შესაძლებელი,გახლდათ - ბიბლიოთეკა.მინდა გულწრფელად გითხრათ,რომ ფაქტიურად ერთი კვირის სამ დღეს,ბიბლიოთეკაში ვათენ-ვაღამებდი. და როდესაც 27 წლის გავხდი,იმის მაგივრად,რომ სხვა ჩემი თანატოლების მსგავსად უნივერსიტეტი დამემთავრებინა,მე დავამთავრე - ბიბლიოთეკა". | |
|