Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » რგოლ-კისრიანი გველი
10:12 PM
რგოლ-კისრიანი გველი
ოჯახი: ანკარასებრნი 
გვარი: Diadophis
სახეობა: რგოლ-კისრიანი გველი
ქვესახეობები: არსებობს 
მაქს. ზომა: 46 სმ.
შხამის ხარისხი: სუსტად შხამიანი
სიცოცხლის მაქს. ხანგრძლივობა: 20 წელი (ბუნებაში), 6 წელი (ტყვეობაში)
გავრცელების არეალი: ა.შ.შ. ცენტრალური მექსიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ კანადა.
საბინადრო გარემო: ამ გველებს გააჩნიათ მრავალფეორვანი საბინადრო გარემო. ჩრდილო და დასავლეთის სახეობები უპირატესობას ანიჭებენ ღია ტყიან ადგილებს ბორცვიან ფერდებთან ახლოს. სამხრეთის სახეობები კი ძირითადად ნესტიან ადგილებში ბინადრობენ. სტებინსი (2003) ამ გველებს აღწერს, როგორც ნესტიანი მიწის მოყვარულ გველებს. ეს გველები ასევე აღარ გვხდება ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე მაღლა. მათ ასევე შეიძლება შეხვდეთ ხეების მორების ქვეშ. ცხელ ამინდებში თხრიან მიწას და აკეთებენ სოროებს ან იმალებიან ქვების ქვეშ.
გარეგნული აღწერილობა: სხეულის ფონი შეიძლება იყოს ნაცრისფერი, ყავისფერი ან შავი. კისერზე გააჩნია ერთი ცალი რგოლი, რომელიც შეიძლება იყოს წითელი, ნარინჯისფერი ან ყვითელი. ნიუ-მექსიკოში, იუტაში და მათ ახლოს მდებარე ადგილებში მობინადრე სახეობებს კი შეიძლება საერთოდ არ გააჩნდეთ ეს რგოლი. თავი შედარებით მუქი ფერის აქვს ვიდრე სხეულის დანარჩენი ნაწილი. რაც შეეხება ქვედა ანუ მუცლის არეს, იგი შეიძლება შედგებოდეს ყვითელი-ნარინჯისფერი და წითელი ფერებისგან, რომლებიც ერთმანეთში გადადის და რომლებზეც იკვეთება შავი ფერის წინწკლები, თუმცა შეიძლება რომ მუცელი ქონდეს სულაც ერთ ფერში (ყვითელი, წითელი ან ნარინჯისფერი). რაც შეეხება ზომას, ისიც ასევე შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს სხვადასხვა გავრცელების ადგილებში. ჩვეულებრივ ზრდასრულების ზომაა 25–38 სმ. გარდა ქვესახეობისა D. punctatus regalis, რომელიც 38–46 სმ.-ს შეიძლება შეადგენდეს. რგოლ-კისრიან გველებს გააჩნიათ გლუვი ქერცლი.
კვება: რგოლ-კისრიანი გველების ძირითად საკვებს წარმოადგენს ჭიაყელები, მცირე ზომის კუდიანი ამფიბიები და ლოქორები, თუმცა ისინი ხანდახან მიირთმევენ ხვლიკებს, ბაყაყებს და სხვა კიდევ უფრო პატარა ზომის გველებსაც. ეს გველები ნადირობისას იყენებენ როგორც შხამს ასევე მოხრჩობის ტაქტიკასაც. მათ არ გააჩნიათ ნამდვილი შხამის ჯირკვლები, მაგრამ აქვთ ანალოგიური სტრუქტურა, რომელსაც ქვია დუვერნოის ჯირკვალი (სახელი დაერქვა ფრანგი ზოოლოგის - Georges Louis Duvernoy-ის მიხედვით, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა ეს ჯირკვალი 1832 წელს). ამ გველების უმეტესობა ქვესახეობა უკანა შხამ-კბილიანია. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ქვესახეობა. punctatus edwardsii, რომელსაც არ გააჩნია ეშვები. შხამი იწარმოება დუვერნოის ჯირკვალში, რომელიც განლაგებულია თვალის უკანა მხარეს. რგოლ-კისრიანი გველები ჯერ ახორციელებენ შეტევას მსხვერპლზე და შემდეგ ახრჩობენ მას. გადაყლაპვის დროს უკანა შხამიანი კბილები აღწევენ მსხვერპლის ქსოვილში.
გამრავლება: რგოლ-კისრიანი გველები ჩვეულებრივ წყვილდებიან გაზაფხულზე, თუმცა ზოგიერთ ქვესახეობებში შეწყვილება ხდება შემოდგომაზე. მდედრები იზიდავენ მამრებს სპეციფიკური სუნით, რომელსაც გამოყოფენ თავიანთი სხეულიდან. მას შემდეგ რაც მამრი ნახულობს მდედრს, იგი ეხახუნება მისი დახურული პირით მდედრის სხეულს. შემდეგ იგი კბენს მას კისერზე და მათი სხეული ერთმანეთს ერწყმის, რაც მამრს საშუალებას აძლევს შეიყვანოს სპერმა მდედრში. ეს გველები არიან კვერცხმდებები და მდედრები დებენ თავიანთ კვერცხებს მიწაში, ქვის ან დამპალი მორის ქვეშ. დებენ 3 - 10 კვერცხს ზაფხულის დასაწყისში, რომლებიდანაც იჩეკებიან პატარები აგვისტო - სექტმებერში. ახლადგამოჩეკილები თავიდანვე დამოუკიდებლები არიან და არ საჭიროებენ დედობრივ მზურნველობას.
ცხოვრების წესი და ქცევა: რგოლ-კისრიანი გველები არიან ღამის ფარული გველები, რომლებიც იშვიათად ჩანანან დღისით. თუმცა ზოგი ინდივიდი შეიმჩნევა დღისითაც, ძირითადად ღრუბლიან ამინდებში. უყვართ მზით გამრთბარ ზედაპირზე წოლა, რათა მიიღონ მისგან სითბო. ეს გველები არიან ცნობილნი თავიანთი უნიკალური დაცვის მექანიზმით საფრთხის მოახლოების დროს, აყირავებენ მათ წითელი-ნარინჯისფერ ან ყვითელ მუცელს და ახვევენ კუდს მაღლა. დასავლეთის ქვესახეობებს ასევე ახასიათებთ თავის მომკვდარუნებაც. ხელში ჭერისას იშვიათად იკბინებიან, თუმცა შეუძლიათ პირიდან გადმოუშვან მძაფრ სუნიანი წებოვანი ნერწყვი. რაც შეეხება ხასიათს, არ არიან აგრესიულები. ბუნებაში მტრებად ევლინებიან მარჯნისებრი გველები, სამეფო გველები, ბუები, დიდი ზომის ობობები...
შხამი: ეს გველები სუსტად შხამიანებია, რომლებსაც შხამიანი კბილები ყბის უკანა ნაწილში აქვთ განლაგებული. შხამის ტიპის შესახებ არ არის ინფორმაცია. ეს გველი არ წარმოადგენს საშიშროებას ადამიანისთვის.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1200 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: რგოლ-კისრიანი გველი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.