Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » რკინის ადამიანი
6:37 PM
რკინის ადამიანი
"რკინის ადამიანი" - ინგლისურად "Iron Man",გახლავთ ტიბეტური სკულპტურა,სიმაღლით 24 სანტიმეტრი,ხოლო წონით 10,6 კილოგრამი და გამოსახავს ბუდისტური სიმდიდრის ღმერთს - ვაიშრავანას.აღნიშნული სკულპტურა დამზადებულ იქნა მეტეორიტის ფრაგმენტული ნაწილით,ატაკსიტების კლასისა,რომელიც მდიდარია რკინითა და ნიკელით.აღნიშნული მეტეორიტი დედამიწაზე ჯერ კიდევ 15 000 წლის წინათ ჩამოვარდა,ხოლო მისგან "რკინის ადამიანის" ქანდაკება დამზადებულ იქნა XI საუკუნეში.იგი აღმოჩენილ იქნა "მესამე რეიხის" მიერ დაფინანსებული გერმანელი მეცნიერების მიერ,ტიბეტის ტერიტორიაზე.ამ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა,ცნობილი გერმანელი "ტიბეტოლოგი" - ერნსტ შეფერი (1910-1992 წლები)."რკინის ადამიანი" აღმოჩენის შემდეგ გადატანილ იქნა გერმანიაში და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,ბინა კერძო კოლექციაში დაიდო.თუმცა ერთი ხელიდან მეორე ხელში გადავიდა მას შემდეგ,რაც იგი 2009 წელს აუქციონზე იქნა გაყიდული.სკულპტურის მკერდზე გარკვევით ჩანს ბუდისტური სვასტიკა.2012 წელს შტუტგარტის უნივერსიტეტის პალეონთოლოგებმა,მას ჩაუტარეს ანალიზი,რომლის შედეგებიც მალევე გააცვნეს საზოგადოებას.მიუხედავად მრავალი ანლიზისა,მის შესახებ პოლემიკა დღემდე გრძელდება.არის მოსაზრება,რომ მასზე გამოსახული დეტალები დიდ ეჭვებს იწვევს,მისი წარმომავლობის შესახებ და ამასთანავე აღნიშნავენ იმასაც,რომ არ არსებობს არანაირი ოფიციალური დოკუმენტი იმისა,რომ ერნსტ შეფერის ექსპედიციის დროს იქნა იგი აღმოჩენილი.თუმცა ცნობილია,რომ ექსპედიციიის მონაწილეები ზეპირი განცხადებებით აღიარებდნენ მის აღმოჩენას.არის სხვა ვერსიებიც,რომ აღნიშნული სკულპტურა არის კარგად დამზადებული ყალბი ქმნილება და მას რეალურ სკულპტურასთან არანაირი კავშირი არა აქვს.ეჭვებს ბადებს ისიც და არის ვერსიაც,რომ "რკინის კაცზე" გამოსახული დეტალები ძალიან განსხვავდება,ნამდვილი - ვაიშრავანას,სხვადასხვა დეტალებისაგან,მაგალითად ტანსაცმლით და ამიტომ ვარაუდობენ,რომ იგი საერთოდ არ განეკუთვნება ტიბეტურ და მითუმეტეს ბუდისტურ სკულპტურას.მიუხედავად უამრავი მოსაზრებისა,დღესდღეობით - ვაიშრავანას სკულპტურა - "რკინის ადამიანი" ერთადერთ ადამიანის სკულპტურას წარმოადგენს,რომელიც დამზადებულია მეტეორიტისაგან,რის გამოც იგი დიდი ფასეულობის ქმნილებადაა მიჩნეული.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 870 | დაამატა: balu | ტეგები: rkinis adamiani, რკინის ადამიანი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.