Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 19 » რობერტ დაუნი უმცროსი Robert Downey J
5:19 PM
რობერტ დაუნი უმცროსი Robert Downey J
რობერტ დაუნი უმცროსი ნიუ-იორკში დაიბადა. პირველად ეკრანზე იგი 5 წლის ასაკში გამოჩნდა, თავისი მამის ფილმში 'Pound'. რობერტმა სწავლა მიატოვა. 1982 წელს მან პატარა როლი შეასრულა ფილმ “ამერიკა”-ში, რომელიც 1986 წელს გამოვიდა ეკრანზე. შემდეგ 1983 წელს დაუნმა მიიღო მონაწილეობა ჯონ სლეიზის ფილმში “პატარავ, ეს შენ ხარ”. მსახიობის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო ნარკოტიკებით მოვაჭრის როლი ფილმში “ნოლზე ქვემოთ” (1987). 1992 წელს რობერტ დაუნი უმცორსმა მიიღო მონაწილეობა რიჩარდ ატენბოროს ფილმში “ჩაპლინი”, სადაც მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა და კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. რობერტი თანამშრომლობდა ასევე მაიკ ფიგისთან, რობერტ ოლტმენთან, ჯეიმს ტობაკასთან. 1998 წელს ეკრანებზე გამოვიდა სტიუარტ ბეირდის ფილმი “კანონის მსახურები”, სადაც დაუნიმ ერთ-ერთი მთავარი გმირის როლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ რობერტ დაუნი უმცროსის სახელი დაკავშირებულია არაერთ სკანდალთან: იგი დაიჭირეს იარაღის არაკანონიერად ტარებისთვის, ნარკოტიკების შენახვისთვის, იგი დააჯარიმეს რამოდენიმეჯერ და ციხეშიც იჯდა.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 510 | დაამატა: balu | ტეგები: რობერტ დაუნი უმცროსი Robert Downey | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.