7:56 PM რობერტ ნესტა მარლი (ბობ მარლი) - "ეპიზოდი" | |
რობერტ ნესტა მარლი (1945-1981 წლები),იგივე ბობ მარლი,წარმოადგენდა მსოფლიოში გამოჩენილ იამაიკელ მუსიკოსს,ვოკალისტს,გიტარისტსა და კომპოზიტორს.დღევანდელ დღემდე იგი მიჩნეულია "რეგის" (იამაიკური მუსიკალური ჟანრი),საუკეთესო შემსრულებლად.სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ამ მუსიკალური ჟანრის მსოფლიო პოპულარიზაცია.გარდა მუსიკოსობისა,ბობ მარლი პანაფრიკანიზმისა და რასტაფარიანული რელიგიური მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლადაც მიიჩნეოდა.ბავშვობაში სახელი თავის სოფელში ნაილნ-მაისში,იმით გაითქვა,რომ ადამიანებს ხელისგულების მეშვეობით,უწინასწარმეტყველებდა თავიანთი მომავალი ბედის შესახებ.როგორც მისი ბიოგრაფები ირწმუნებიან,ბობ მარლი კიდევ დიდხანს იცოცხლებდა,რომ არა მისი უარი ფეხის თითი ამპუტაციაზე.1977 წელს,მას ფეხის თითში,აღმოაჩნდა "მელამონა" (ავთვისებიან სიმსივნეთა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რიგი).მიუხედავად ექიმების დაჟინებული მოთხოვნისა,ბობ მარლიმ უარი განაცხადა თითის ამპუტაციაზე,რითაც ფაქტიურად თავის ადრეულ სიკვდილს დაუდო საღავე.აღნიშნული უარი კი გამოწვეული გახლდათ მისივე რელიგიური შეხედულებების გამო.მოგვიანებით დაავადებამ ფეხიდან მთელ ორგანიზმში გაიდგა ფესვები და საბოლოოდ იგი 1981 წლის 11 მაისს იმსხვერპლა კიდეც.მისი უკანასკნელი სიტყვები შვილის მიმართ იყო წარმოთქმული და იგი ასე ჟღერდა: "სიცოცხლეს ფულით ვერასოდეს იყიდი". ბობ მარლის გარდაცვალება მთელი მსოფლიოსათვის დიდი ტრაგედიის მატარებელი ფაქტი გახლდათ.როდესაც მას კრძალავდნენ,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,სამარეში ჩააყოლეს საფეხბურთო ბურთი,რომელიც ეთიოპიის პრინცის,ჰაილე სელასიე I-ის უფროსი ვაჟისაგან ჰქონდა ნაჩუქარი; თავისივე ლეგენდარული გიტარა "Les Paul";ბიბლია და მარიხუანა. დღევანდელ დღემდე ბობ მარლის მუსიკალურ მიმდინარეობას უამრავი ფანი ჰყავს და მრავალი ადამიანისათვის იგი "კუმირად" მიიჩნევა. | |
|