Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა
5:57 PM
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა
ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ წიგნთან ურთიერთობას. კითხვაში დიდ სიამოვნებას ვპოულობ. დამეთანხმებით ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ბავშვები ხშირად ასე როდი ფიქრობენ. J მითუმეტეს თუ კითხვა ახალი დაწყებული აქვთ. უმჯობესია ბავშვი წიგნთან ურთიერთობას თავიდანვე შევაჩვიოთ და ფართოდგახელილ თვალებში გამოხატული ცნობისმოყვარეობა ფერად-ფერადი წიგნებიტ დავუკმაყოფილოთ. მშობლის მონაწილეობას ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.



ჩვენი წინა პოსტში წარმოგიდგინეთ სხვადასხვა ხერხები, რომელიც თქვენს ბავშვს სწავლის პროცესს გაუხალისებდა, დღეს კი წარმოგიდგენთ სახალისო ხერხებს კითხვის გაადვილებისა და წიგნთან ურთიერთობისთვის. მართალია ეს წესი ინგლისური ენის მაგალითზეა აგებული, მაგრამ მერწმუნეთ ის ისეთივე წარმატებული იქნება ქართლის შემთხვევაში.

ზემოთ ვახსენე, რომ უმჯობესია ბავშვი თავიდანვე შევაჩვიოთ წიგნთან ურთიერთობას-მეთქი, შესაბამისად წესებს ადრეული ასაკის გათვალისწინებით გთავაზობთ:



0– დან 3 წლამდე

თუ მშობელი ფლობს ენას (ინგლისურ ენას ვგულისხმობთ ) თუნდაც საშუალო დონეზე ეცადეთ:

- კითხვა გახდეს თქვენი დღის შემადგენელი ნაწილი თუნდაც 15 წუთი. განსაკუთრებით კარგია ძილის წინ.

- ჩაისვით კალთაში და სთხოვეთ დაგეხმაროთ წიგნის გადაშლის დროს. წიგნთან შეხებიტ პირველადი კონტაქტი შედგება პატარასა და სახელმძღვანელოს შორის.

- გამოიყენეთ თქვენი სახე მიმიკები, ხელები, ტანი რათა კითხვა უფრო სახალისო გახდეს, გამოიყენეთ განსხვავებული ხმები სხვადასხვა პერსონაჟებთან.

- თუ ბავშვმა დაკარგა ინტერესი კითხვის მიმართ და არ არის ყურადღებით, უბრალოდ გადადეთ დროებით წიგნი, ეს მისთვის საკმარისია. არავითარ შემთხვევაში არ დაატანოთ ძალა და ასე ნახავთ თუ როგორ მოიმატებს კითხვის პროცესის ხანგრძლივობა.

- სთხოვეთ ინგლისურად გაიმეოროს სურათზე გამოსახული პერსონაჟების სახელი.

- კითხვისას აუცილებლად გააყოლეთ თითი სიტყვებს რათა ბავშვი მიხვდეს რომ კითხულობთ სიტყვებს და არა სურათებს.

კითხვა სკოლამდელ ასაკში და დაწყებით კლასებში

- უთხარით ბავშვს რომ მასთან ერთად ინგლისურად კითხვა თქვენთვის დღის ყველაზე სასიამოვნო საქმეა , იცოდეს ბავშვმა რომ თქვენ ამისთვის განსაკუთრებულად ემზადებით ყოველ დღე. მშობლის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ბარიერების გადალახვაში ეხმარება და ამავდროულად თვთრწმენას უმტკიცებს.

- შეეცადეთ შეუქმნათ თქვენს შვილს მისი ასაკისათვის შეასაფერისი ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა.

- მიეცით ბავშვს არჩევანის საშუალება თავად აირჩიოს დღის წიგნი, მეცადინეობის სემთხვევაში შეიძლება საგნის არჩევის საშუალება მისცეთ. რომელი საგნიტ დაიწყოს მეცადინეობა. კარგია თუ მეცადინეობის წინ, სახალისო აქტივობებს შეასრულებთ, წაითამაშებთ ან წაივარჯიშებთ. ეს სისხლის მოძრაობას ააქტიურებს და ტვინს ჟანგბადით ამარაგებს. შედეგი გაცილებით ეფექტურია. თან ხალისიან განწყობას შემოიტანს.

- გააყოლეთ ნაწერს თითი, ხანდახან თავად წაიკითხეთ, მიეცით მოტივაცია.

- თუ ბავშვი დაგისვამთ შეკითხვას არ მოერიდოთ პასუხს , იყავით მომთმენი უპასუხეთ მარტივი ინგლისურით ხოლო შემდეგ გადაუთარგმნეთ.

- თუ თქვენ არ იცით ენა და გაქვთ სურვილი მოისმინოს ბავშვმა ინგლისურენოვანი ზღაპრები და მოთხრობები შეიძინეთ აუდიო–ვიდეო დისკები და ყოველდღიურად მოასმენინეთ ბავშვს. არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ თუმცა აუცილებლად განუსაზღვრეთ კომპიუტერთან ყოფნის დრო . უთხარით რომ შეუძლია ხვალაც მოისმინოს . ( წინააღმდეგობის შემთხვევაში მშვიდად აუხსენით მიზეზი)

კითხვის დამწყებთათვის ასევე ძალიან ეფექტურია:

- ეთამაშეთ სახლში ასოებით, სიტყვებით, ბგერებით

- სთხოვეთ დააკავშიროს ასო სიტყვასთან რომელის რომელის ამ ასოზე იწყება მაგ:

B – bird , L – letter, D-dog და ასე შემდეგ

- გამოიყენეთ თოჯინები, სპაიდერმენი ამოეფარეთ მათ და გამართეთ დიალოგი მათ შორის. მაგ who are you ? I am Lili და ასე შემდეგ

- წაიკითხოს მარტივი სიტყვები map, cat, dog, pen, house, at, in, on, I, he, she, go, to …

როდესაც ბავშვი ისწავლის კითხვას უთხარით მას რომ აუცილებელია იკითხოს ყოველდღე და ხმამაღლა.

შეარჩიოს წიგნები სურვილის მიხედვით.

აკონტროლეთ მისი ლექსიკური მარაგი. და კიდევ, გახსოვდეთ მთავარი დადებითი ემოცია და განწყობაა!

წარმატებებს გისურვებთ!
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 881 | დაამატა: balu | ტეგები: როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.