Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 24 » როგორ შევღებოთ კვერცხი და გამოვაცხოთ პასკა სააღდგომოდ
5:31 PM
როგორ შევღებოთ კვერცხი და გამოვაცხოთ პასკა სააღდგომოდ
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყველა მართლმადიდებლურ ოჯახში კვერცხები წითლად იღებება და პასქები ცხვება.ეს ყველაფერი წითელ პარასკევს, მზის ჩასვლამდე უნდა გაკეთდეს.
როგორც წესი, კვერცხი აუცილებლად ბუნებრივი საღებავით უნდა შეიღებოს. ამისთვის საუკეთესო საშუალება ენდროა.
ერთი შეკვრა ენდრო კარგად უნდა გარეცხოთ, დაჩეჩქვოთ, დაასხათ 1,5 ლიტრი წყალი, შემდეგ ჩაყაროთ 2-3 ხახვის გარეთა ფურცელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, დადგათ ცეცხლზე და 15-20 წუთი ადუღოთ.
კარგად რომ გაცივდება, ჩააწყვეთ 20 კვერცხი (თუ ბევრს ერთად მოხარშავთ,შესაძლოა კარგად არ შეიღებებოს და დასკდეს). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, ჩაამატეთ, რამდენიც საჭიროა და 20-25 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ, ცივ წყალში გადააწყვეთ და ათიოდე წუთი დატოვეთ ,ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება.
რაც შეეხება პასქას, ეს ცოტა რთული გასაკეთებელია და სიბრთხილით უნდა მოეკიდოთ.
15 კვერცხი და 1,5 კგ შაქრის ფხვნილი აურიეთ, გააკეთეთ გოგლიმოგლი, დაამატეთ 300 გ გამდნარი თბილი ერბო (უმჯობესია შინაური ერბო), 200 გ გამდნარი თბილი კარაქი. ყველაფერი ეს კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ 200 გრ. არაჟანი და 0,5 ლ (1 ქილა) მაწონი.
ამის შემდეგ ცაკლე 3-4 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი გახსენით 1ჭ თბილ წყალში, დაასხით 1ლ თბილი რძე, ცოტა მარილი, 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი და დადგით თბილ ადგილას აფუებამდე.
მომზადებული მასა ჩაასხით გამზადებულ ცომში და დაიწყეთ ცომის ზელა. ზელის დროს დაააყარეთ ფქვილი. სასურველია ზილოთ 1 სთ, დრო და დრო ხელი უნდა ასველოთ ზეთში. ცომი მზადაა მაშინ, როცა ხელზე აღარ გეკრობათ. ცომის გამზადებამდე 10-15 წუთით ადრე მას ამატებთ 1 ჩაის კოვზ ვანილს, 1 ჩაის კოვზ გასრესილ მუსკატის კაკალს, 5 ც მიხაკს, 10 ც ილს – გახეხილს, ორ ქერქიანად გატარებულ ლიმონს. სასურველია 500 გრ. ქიშმიშიც. ამის შემდეგ აგრძელებთ ზელას.
გამზადებულ ცომს შეფუთავთ და დადგამთ თბილ ადგილას. როცა ცომი კარგად ამოვა, მოაათავსეთ კარაქწასმულ ფორმებში და გამოაცხვეთ.
ისიც ნუ დაგავიცწდებათ, რომ შეღებილი კვერცხები და თქვენ მიერ გამომხცვარი მადისაღმძვრელი პასქა აღდგომის დღესასწაულამდე არ ჭამოთ.

თითოეულ ფორმაში ვათავსებთ ცომის ნაწილს ისე, რომ ფორმა ნახევრად შეავსოს. შეგვიძლია მოვრთოთ ნუშით ან მიწის თხილით. გამზადებულ ფორმებს ვათავსებთ თბილ ადგილას.

ფორმამ ცომი რომ არ მიიკრას, მის ძირსა და კედლებზე, რომლებზეც ქარაქია წასმული, ვაყრით მანანის ბურღულს. როცა ფორმაში ცომი კარგად ამოვა, ვდგამთ ღუმელში და ვაცხობთ საშუალოზე ცოტა მაღალ ცეცხლზე. როცა შევნიშნავთ, რომ ზედაპირი კარგად შეწითლდა, გადმოვდგამთ. პასკა რომ ფორმიდან კარგად ამოვიდეს, ვდგამთ მის ძირს ცივ წყალში, შემდეგ კი ნელი მოძრაობით ამოგვაქვს ფორმიდან. ბოლოს მოვაყრით დაფქვილ შაქარს.
კატეგორია: იცით თუ არა რომ… | ნანახია: 1371 | დაამატა: balu | ტეგები: როგორ შევღებოთ კვერცხი და გამოვაცხო | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.