Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » რონალდ რეიგანზე თავდასხმის მიზეზი...
9:26 PM
რონალდ რეიგანზე თავდასხმის მიზეზი...
1981 წლის 30 მარტს 14:30 წუთზე ვაშინგტონში,სასტუმრო ჰილტონიდან გამოსვლისას (მას შემდეგ რაც სიტყვით გამოვიდა პროფკავშირების ფედერაციის სხდომაზე დელეგატების წინაშე) ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარულ პრეზიდენტზე - რონალდ რეიგანზე.აღნიშნული საშინელი ფაქტი მისი საპრეზიდენტო მმართველობის მეორე თვეში განხორციელდა და რეიგანთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი (თეთრი სახლის პრესპიკერი - ჯეიმზ ბრეიდი,კოლუმბიის ოლქის პოლიციელი - ტომას დელაჰანტი და საიდუმლო სამსახურის აგენტი - ტიმოთი მაკარტი),თუმცა საბედნიეროდ ყველანი გადარჩნენ.დამნაშავემ,რომელმაც Rohm RG-ის სახეობის პისტოლეტიდან სამი წამის მანძილზე - ექვსჯერ გაისროლა,ადგილზევე იქნა დაკავებული და იგი აღმოჩნდა ვინმე - ჯონ ჰინკლი (უმცროსი),რომელიც მანამდე რეიგანის წინამორბედ პრეზიდენტს - ჯიმი კარტერსაც ანალოგიურ აქტს უპირებდა,თუმცა ვერ განახორციელა.
როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა ჯონ ჰინკლი პათოლოგიურად გახლდათ შეყვარებული უდიდეს ამერიკელ მსახიობზე და ორგზის "ოსკაროსან" ქალზე - ჯოდი ფოსტერზე.ამის გამო მას დაებადა იდეა,რომ როგორმე მიექცია ყურადღება მსახიობი ქალისა,რის გამოც ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებდა.გარდა ამისა იგი ერთგვარად გახდებოდა პოპულარული და ცნობილი ადამიანი,რაც მის სოციალურ სტატუსს ჯოდი ფოსტერის პოპულარობას გაუთანაბრებდა.1970-იან წლებში ჯონი ჯერ კიდევ ჰოლივუდში ცხოვრობდა,როდესაც გამოვიდა მხატვრული ფილმი "ტაქსისტი",რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დაახლოებით 15-ჯერ მაინც უყურა ფილმს.მას ფილმის ნახვის შემდგომ სურვილი გაუჩნდა საკუთარი თავი ფილმის მთავარ გმირთან - ტრევის ბიკლთან გაეთანაბრებინა (როლს ასრულებდა რობერტ დე ნირო).რადგან ფილმის მიხედვით დე ნიროს გმირი ცდილობდა 12 წლის გაუბედურებული და პროსტიტუციაში ჩათრეული ბავშვის (როლს ასრულებდა ჯოდი ფოსტერი) გადარჩენას.აღნიშნული ფილმის ფინალი მთავრდება იმით,რომ გოგონა კლავს თავის სუტენიორსა და კლიენტს.
რამდენიმე წლის მანძილზე ჯონი - ჯოდი ფოსტერს აჩრდილივით თან დაჰყვებოდა.მან ასევე გაარკვია,რომ მსახიობი ქალი იელის უნივერსიტეტში სწავლობდა.რის შემდეგაც თავადაც ამ უნივერსიტეტში ჩაირიცხა სამწერლო ოსტატობის დაუფლების კურსზე.1980 წლის დასასრულისათვის იგი უამრავ წერილს უგზავნიდა ფოსტერს და ორჯერ სატელოფონო საუბარიც შედგა მათ შორის.ჯოდი ფოსტერმა ჯონ ჰინკლს თავაზიანი უარი განუცხადა შეხვედრაზე და ასევე სთხოვა,რომ მისთვის აღარ დაერეკა.სწორედ ამ დროს გადაწყვიტა მან "საყოველთაო პოპულარობა" მოეპოვებინა და დაიწყო ჯიმი კარტერის დევნა,თუმცა აღნიშნული ჩანაფიქრი მის მიმართ ვერ განახორციელა.სამაგიეროდ განახორციელა ამერიკის ლეგენდარულ პრეზიდენტზე - რონალდ რეიგანზე.როგორც გამოძიებამ დაადგინა თავდამსხმელი ფსიქიკურად იყო დაავადებული,ამიტომ მისი გასამართლება ყოვლად შეუძლებელი გახლდათ და იგი გადაყვანილ იქნა წმინდა ელიზაბეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში სამკურნალოდ.აღნიშნულ ისტორიაზე მოგვიანებით არაერთი კინოფილმი იქნა გადაღებული,მათ შორის ტელეფილმი "დღე,როდესაც ესროლეს პრეზიდენტს",სადაც მთავარი როლები დიდმა ამერიკელმა მსახიობებმა - რიჩარდ დრეიფუსმა (ჯონ ჰინკლი) და რიჩარდ კრენამ (რონალდ რეიგანი) შეასრულეს.
ნანახია: 891 | დაამატა: balu | ტეგები: რონალდ რეიგანზე თავდასხმის მიზეზი.. | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.